Magdalena Posted March 2, 2019 Share Posted March 2, 2019 Facebook-ი „იმედოვნებს, რომ წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც Bitcoin-მა მარცხი განიცადა“ თავისი საიდუმლო კრიპტო პროექტის მეშვეობით - ნათქვამია New Youk Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მრავალრიცხოვან ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Times-ი ცდილობს გააერთიანოს Facebook-პროექტის ჩარჩოები, რომელიც, როგორც ამჟამად ცნობილია, აპირებს მოახდინოს კრიპტოვალუტებით გადახდის სერვისის ინტეგრირება თავის Messenger-აპლიკაციებში. კერძოდ, Facebook-ი გეგმავს შეცვალოს თავისი Messenger-ინფრასტრუქტურა და მოახდინოს სერვისის ინტეგრირება თავის კუთვნილ სამ აპლიკაციაში ერთობლივად - საუბარია WhatsApp-ის, Messenger-ისა და Instagram-ის შეტყობინებებზე. როგორც New York Times-ი აღნიშნავს, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მომავალ კრიპტო ტოკენს - მოიცვას 2,7 მილიარდზე მეტი მომხმარებელი, რომლებიც ამ სამ სერვისს იყენებენ. New York Times-ის ცნობით, კრიპტო საგადასახადო სისტემას, რომელიც შეტყობინებების გაცვლის სისტემაში იმუშავებს, უკვე აქტიურად უჭერს მხარს რამოდენიმე გლობალური გიგანტი, მაგალითად Kakao კორეადან, Line - იაპონიიდან და Telegram-ი რუსეთიდან. NYT-ის ინფორმაციით, Facebook-მა თავისი კრიპტო პროექტი აამოქმედა PayPal-ის ექს-პრეზიდენტის, David Marcus-ის ხელმძღვანელობით მას შემდეგ, რაც Telegram-მა თითქმის 1,7 მლრდ დოლარი მოიზიდა ICO-ის ორ რაუნდში თავისი სამომავლო ტოკენების და ბლოკჩეინ-პლატფორმისთვის - Telegram Open Network (TON). როგორც ცნობილია, სამი ანონიმური წყარო იტყობინება, რომ Facebook-მა დაიქირავა 50-ზე მეტი ინჟინერი თავისი კრიპტოვალურის შესაქმნელად. კიდევ ორი წყარო აცხადებს, რომ პროექტის გასაიდუმლოების დონე იმდენად დიდია, რომ შესაბამისმა გუნდმა სამუშაოდ მიიღო ცალკე ოფისი ინდივიდუალური გასაღებებით, რათა დეტალები სხვა თანამშრომლებისგან კონფიდენციალურად შენარჩუნდეს. აღსანიშნავია, რომ წყაროების ინფორმაციის თანახმად Facebook-ის სტაბილური მონეტა (Stablecoin) დამყარებული იქნება არა ერთ ვალუტაზე (როგორც აქამდე იყო ცნობილი, აშშ დოლარზე), არამედ სამ სხვადასხვა ეროვნულ ფიატ-ფულზე. New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Facebook-მა უკვე დაიწყო „Facebook coin”-ის ყიდვა სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე, რომელთა სახელებიც არ ხმაურდება. ცენტრალიზაციის საკითხი და ის, თუ რამდენად დართავს Facebook-ი ნებას თავისი ციფრული მონეტების დეცენტრალიზაციას - ჯერჯერობით სადავო რჩება. გარდა ამისა, NYT ეყრდნობა ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ Facebook-ი, დიდი ალბათობით, აღმოჩნდება ისეთვე ტექნოლოგიური და ნორმატიული შეზღუდვების წინაშე, რომელსაც შეეჯახა ისეთი მყარი კრიპტოვალუტა, როგორიცაა Bitcoin-ი. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, პროექტის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვევა გასულ წელს Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, სადაც მოთხოვნილი იყო ნიჭიერი ბლოკჩეინ-ტექნოლოგები. https://cointelegraph.com/news/new-york-times-facebook-reportedly-shopping-facebook-coin-to-crypto-exchanges 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.