Jump to content

New York Times: Facebook-ი ყიდულობს “Facebook Coin”-ს კრიპტო ბირჟებზე


Recommended Posts

image.png

Facebook-ი „იმედოვნებს, რომ წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც Bitcoin-მა მარცხი განიცადა“ თავისი საიდუმლო კრიპტო პროექტის მეშვეობით - ნათქვამია New Youk Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. 

მრავალრიცხოვან ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Times-ი ცდილობს გააერთიანოს Facebook-პროექტის ჩარჩოები, რომელიც, როგორც ამჟამად ცნობილია, აპირებს მოახდინოს კრიპტოვალუტებით გადახდის სერვისის ინტეგრირება თავის Messenger-აპლიკაციებში. 

კერძოდ, Facebook-ი გეგმავს შეცვალოს თავისი Messenger-ინფრასტრუქტურა და მოახდინოს სერვისის ინტეგრირება თავის კუთვნილ სამ აპლიკაციაში ერთობლივად -  საუბარია WhatsApp-ის, Messenger-ისა და Instagram-ის შეტყობინებებზე.  როგორც New York Times-ი აღნიშნავს, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მომავალ კრიპტო ტოკენს - მოიცვას 2,7 მილიარდზე მეტი მომხმარებელი, რომლებიც ამ სამ სერვისს იყენებენ. 

New York Times-ის ცნობით, კრიპტო საგადასახადო სისტემას, რომელიც შეტყობინებების გაცვლის სისტემაში იმუშავებს, უკვე აქტიურად უჭერს მხარს რამოდენიმე გლობალური გიგანტი, მაგალითად Kakao კორეადან, Line - იაპონიიდან და Telegram-ი რუსეთიდან. 

NYT-ის ინფორმაციით, Facebook-მა თავისი კრიპტო პროექტი აამოქმედა PayPal-ის ექს-პრეზიდენტის, David Marcus-ის ხელმძღვანელობით მას შემდეგ, რაც Telegram-მა თითქმის 1,7 მლრდ დოლარი მოიზიდა ICO-ის ორ რაუნდში თავისი სამომავლო ტოკენების და ბლოკჩეინ-პლატფორმისთვის -  Telegram Open Network (TON). 

როგორც ცნობილია, სამი ანონიმური წყარო იტყობინება, რომ Facebook-მა დაიქირავა 50-ზე მეტი ინჟინერი თავისი კრიპტოვალურის შესაქმნელად. კიდევ ორი წყარო აცხადებს, რომ პროექტის გასაიდუმლოების დონე იმდენად დიდია, რომ შესაბამისმა გუნდმა სამუშაოდ მიიღო ცალკე ოფისი ინდივიდუალური გასაღებებით, რათა დეტალები სხვა თანამშრომლებისგან კონფიდენციალურად შენარჩუნდეს. 

აღსანიშნავია, რომ წყაროების ინფორმაციის თანახმად Facebook-ის სტაბილური მონეტა (Stablecoin) დამყარებული იქნება არა ერთ ვალუტაზე (როგორც აქამდე იყო ცნობილი, აშშ დოლარზე), არამედ სამ სხვადასხვა ეროვნულ ფიატ-ფულზე. 

New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Facebook-მა უკვე დაიწყო „Facebook coin”-ის ყიდვა სხვადასხვა კრიპტო ბირაზე, რომელთა სახელებიც არ ხმაურდება. 

ცენტრალიზაციის საკითხი და ის, თუ რამდენად დართავს Facebook-ი ნებას თავისი ციფრული მონეტების დეცენტრალიზაციას - ჯერჯერობით სადავო რჩება. გარდა ამისა, NYT ეყრდნობა ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ Facebook-ი, დიდი ალბათობით, აღმოჩნდება ისეთვე ტექნოლოგიური და ნორმატიული შეზღუდვების წინაშე, რომელსაც შეეჯახა ისეთი მყარი კრიპტოვალუტა, როგორიცაა Bitcoin-ი. 

როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, პროექტის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვევა გასულ წელს Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, სადაც მოთხოვნილი იყო ნიჭიერი ბლოკჩეინ-ტექნოლოგები. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.