Jump to content

Cryptopia 4 მარტს გაიხსნება, რამდენადაც ოფიციალური პირები მიანიშნებენ დაკარგულ თანხაზე


Recommended Posts

image.png

გატეხილი ახალზელანდიური კრიპტო ბირჟა გაიხსნება მომავალ კვირას - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა სოციალურ ქსელში. 

სიახლეთა სერიებში Cryptopia-მ განაცხადა, რომ ორი დამფუძნებელი დაბრუნდება კომპანიაში, რათა ბირჟას დაეხმაროს სტრუქტურის აღდგენის შემდეგ ოპერაციების ხელმძღვანელობაში. 

პოლიციამ ოფიციალურად გასცა ნებართვა ვაჭრობის აღდგენისთვის თებერვლის შუა პერიოდში, თუმცა ბირჟის თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში მოცემული იყო, რომ ჯერჯერობით არ არსებობდა შესაძლებლობა - დაწყებულიყო მომხმარებლების მონაცემების დამუშავება. 

ახლა კი როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. 

„ვესწრაფვით, რომ Cryptopia-ს საიტი  გაიხსნას ორშაბათს read only რეჟიმში“ - ნათქვამია ერთ-ერთ შეტყობინებაში. 

იანვარში ჰაკერებმა ბირჟიდან მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარეს. მას შემდეგ მიმდინარეობდა საერთაშორისო გამოძიება, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ საერთო ჯამში კიბერშეტევის შედეგად ატივების მეათედი პროცენტი  იქნა დაზარალებული.   

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შედეგის შესაფასებლად, რაც იანვარში განხორციელებულმა თავდასხმამ მოიტანა“ - ნათქვამია მორიგ განცხადებაში. 

„ამ დრომდე დავითვალეთ, რომ უარეს შემთხვევაში მოპარულია აქტივების მთელი რაოდენობის 9.4%“. 

ახალი ზელანდიის პოლიციას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია კომენტარი გამოძიების განახლებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ. ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებულნი იყვნენ პროგრესის მიღწევაში, კომენტატორებს კი პირიქით ეჭვი ეპარებოდათ პოლიციის შესაძლებლობებში, რომ ჰაკერებს მიაკვლევდნენ. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.