Jump to content

სამი ახალი ელექტრომობილი: Volvo Polestar 2, Honda e Prototype და KIA-ს კონცეპტი


Recommended Posts

Volvo Polestar 2 

შვედურმა კომპანია Volvo-მ წარადგინა მთლიანად ელექტრო ავტომობილი Polestar 2. მახასიათებლებისა და ფასის გათვალისწინებით იგი მეტნაკლებად წარმოადგენს Tesla Model 3-ის კონკურენტს, რომლის „დამარცხებაც“ ვერ გამოუვიდათ Chevrolet Bolt EV-სა და Nissan Leaf-ს. Polestar 2-ის გამოშვებით კომპანია Volvo-ს სურდა დაემტკიცებინა, რომ ელექტრომობილები შესაძლებელია იყოს ისეთივე მძლავრნი, როგორც შიდაწვის ძრავის მქონე ავტომანქანები.  

image.jpeg 

ავტომობილი აგებულია ქროსოვერ Volvo XC40-ის პლატფორმაზე და იმეორებს კომპანიის სხვა ვტომობილების მთავარ ნიშნებს: უჩარჩოო გვერდითი სარკეები, მანათობელი ლოგოტიპი და მინის პანორამული სახურავი. კომპანიამ უარი თქვა სალონში ნატურალური ტყავის გამოყენებაზე და იგი ხელოვნური მასალით ჩაანაცვლა. 

სალონის შუაში განთავსებულია 11-დუიმიანი დისპლეი. მასზე აისახება ოპერაციული სისტემა Android, რომელიც წარმოდგენილია ხმოვანი დამხმარე Google Assistant-ით ხმოვანი ბრძანებების შესასრულებლად. Google Play-დან შესაძლებელია სხვადასხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვა. მანქანის გასაღებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მფლობელის სმარტფონი. 

image.jpeg 

Polestar 2 აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, უზრუნველყოფილია ოთხივე წამყვანი სვლა და 408 ცხენის ძალა სიმძლავრე. კომპანია ირწმუნება, რომ ეს მონაცემები სრულიად საკმარისია 5 წამში 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებისთვის. ელექტრომობილის უკანა ნაწილში დაყენებულია 78 კვტ/სთ აკუმულატორი, რომლითაც უზრუნველყოფილია 443 კილომეტრის გავლა ერთ დამუხტვაზე.  

ელექტრომობილის აწყობის პროცესი ჩინეთში წარიმართება, გაყიდვების დაწყების თარიღად დასახელებულია 2020 წელი. პირველ წელს კომპანია გაყიდის მხოლოდ მაქსიმალური კონფიგურაციის Polestar 2 Launch Edition-ს 63 ათას აშშ დოლარად. მას შემდეგ გაიყიდება ბიუჯეტური მოდელებიც (ფასი დაზუსტებული არ არის). 

image.jpeg 

მახასიათებლების გათვალისწინებით ახალი Volvo ნამდვილად მიიჩნევა Tesla Model 3-ის კონკურენტად, თუმცა მასზე ძვირია. შედარებისთვის, Tesla Model 3-ის მოდიფიკაცია, რომელიც 418 კმ-ს გადის ერთ დატენვაზე, 34 ათასი დოლარი ღირს. აგრეთვე არის მეორე ვერსიაც -  მას 500 კმ-ის გავლა შეუძლია და ღირს 41 ათასი აშშ დოლარი. 

Honda e Prototype  

კომპანია Honda-მ წარადგინა კომპაქტური საქალაქო ელექტრომობილი - e Prototype. იგი წარმოადგენს  კონცეპტ  Honda Urban EV-ის ახალ ნიმუშს. ელექტრომობილში გაერთიანებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, თუმცა მისი დიზაინი რეტრო-სტილშია გადაწყვეტილი. 

image.jpeg 

Honda e Prototype შექმნილია სრულიად ახალ პლატფორმაზე, გათვალისწინებულია მხოლოდ ელექტრული კვება. მანქანას უკანა წამყვანი თვლები აქვს.  

აკუმულატორის ერთი დატენვით ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს დაახლოებით 200 კმ. მხარდაჭერილია სწრაფი დატენვის რეჟიმი, რომლითაც შესაძლებელია ენერგიის მარაგის 80%-მდე შევსება 30 წუთში. დამტენი სადენის პორტი განთავსებულია კაპოტის ცენტრალურ ნაწილში, რისი წყალობითაც მოსახერხებელია დამტენ სადგურთან დაკავშირება როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხრიდან. 

image.jpeg 

ელექტრომანქანას არ აქვს გარე სარკეები - მათ ფუნქციას კამერები ასრულებენ: მათ მიერ ასახული გამოსახულება გამოდის სალონში არსებულ დისპლეიზე. აღსანიშნავია, რომ მთელი ფრონტალური პანელი დისპლეის უკავია, რომელზეც აისახება სხვადასხვა სახის ინფორმაცია. 

ჯამში, ელექტრომობილში გაერთიანებულია ორიგინალურობა, ფუნქციონალურობა და გარემოსთვის მავნე გამონაბოლქვის არარსებობა. ავტომობილის წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება. 

Kia Motors-ის ელექტრო-კონცეპტი 

კომპანია KIA Motors-ი მიმდინარე წელს წარადგენს ახალი ელექტრომანქანის კონცეპტს. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, ელექტრომობილზე მუშაობისას დიზაინერებმა გვერდი აუარეს ავტომობილების ტრადიციულ კლასიფიკაციას. კონცეპტში გაერთიანებულია სპორტული მანქანის, ელეგანტური საოჯახო სედანისა და პრაქტიკული ქროსოვერის ელემენტები. 

ელექტრომობილი ოთხკარიანია. KIA-ს მოდელებისთვის დამახასიათებელი საფირმო ნიშანი - ე.წ. „ვეფხვის ღიმილი“ - გადმოცემულია სრულიად ახლებურად. წინა საქარე მინა და პანორამული სახურავი ერთიან მთლიან ელემენტს წარმოადგენს. 

image.jpeg 

ელექტრომობილს ფუტურისტული სალონი აქვს. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია 21 ეკრანისგან შემდგარი მასივი. უკანა სავარძლების ზემოთ არსებული სახურავის კონსტრუქცია მიეკუთვნება ე.წ. Double Bubble-ის სტილს. 

image.jpeg 

„გვსურდა შეგვექმნა ისეთი ელექტრომობილი, რომელიც არამარტო უზრუნველყოფს გარბენის დიდ მარაგს, ხარისხსა და სიმძლავრეს - არამედ გვინდოდა, რომ მის დანახვაზე ხალხს ჟრუანტელი უვლიდეს“ აცხადებენ KIA Motors-ში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.