Jump to content

Boston Dynamics-ის „ადამიანისმაგვარ“ რობოტს კონკურენტი გამოუჩნდა


Recommended Posts

Boston Dynamics-ის რობოტს, სახელად Atlas-ს 2017 წელს უკვე შეეძლო სალტოს და პარკურის ელემენტების შესრულება. ამჟამად კი მას გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც სამომავლოდ იმავე უნარებს შეიძენს - ეს არის რობოტი Digit, რომელიც შექმნა ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტარტაპ Agility Robotics-მა. რობოტს ორი ფეხი და ორი ხელი აქვს და შეუძლია ასწიოს 18 კგ-მდე ტვირთი, აგრეთვე ჰაერში დაიჭიროს ნასროლი ნივთები. Boston Dynamics-ის რობოტისგან განსხვავებით, Digit-ს უფრო ფუტურისტული დიზაინი აქვს. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ამანათების მიწოდების სფეროში. 

image.jpeg 

რობოტი Digit-ი აწყობილია რობოტ Cassie-ს ბაზაზე, თუმცა იგი უფრო სრულყოფილია, რადგან აქვს ტორსი, ხელები და სხვადასხვა სენსორები, რომლებითაც იგი უკეთ ახდენს ორიენტირებას სივრცეში. ითვლება, რომ მისი გაუმჯობესებული სისტემა მას საშუალებს მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდეს ნივთებით გადატვირთულ ოთახებსა და კიბეებზე. 

image.jpeg 

Agility Robotics-ის ტექნიკური დირექტორის, ჯონათან ჰერსტის თქმით, მათ რობოტ Digit-თან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. მომავალში, რამოდენიმე განახლების შემდეგ, იგი შეძლებს მოახდინოს მოქნილი მოძრაობების დემონსტირება Boston Dynamics-ის რობოტების  მსგავსად. ახალი ჰუმანოიდი ასევე გამოყენებადი იქნება გასართობ სფეროში და ამანათების მიწოდების საკითხში. მაგალითად, იგი შეძლებს რესტორნიდან საკვების მიწოდებას შემკვეთთან, რის შედეგადაც შემცირდება მოთხოვნა ცოცხალ კურიერებზე. 

„რობოტი შეძლებს ადამიანების ცხოვრების სტილზე ისეთივე დიდი გავლენის მოხდენას, როგორც ავტომობილებმა მოახერხეს. მისი მეშვეობით სრულიად შეიცვლება შეკვეთების მიწოდების მეთოდი, აგრეთვე გავლენას მოახდენს საქალაქო დაგეგმარებაზე“ -  ჯონათან ჰერსტი, Agility Robotics. 

რობოტი Digit-ი შემუშავებულია ფარო აუდიტორიისთვის, ასე რომ მის ყიდვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ფასის შესახებ ინფორმაცია გახმაურდება მიმდინარე წლის შუა პერიოდში, მიწოდება კი დაიწყება 2020 წლის პირველი კვარტლიდან. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.