Jump to content

MWC 2019: სმარტფონი - „აგური“ Energizer Power Max P18K Pop რეკორდული მოცულობის ბატარეით


Recommended Posts

Mobile World Congress (MWC) 2019-ზე წარმოდგენილ იქნა უნიკალური სმარტფონი - Energizer Power Max P18K Pop. 

image.jpeg 

მოწყობილობა სხვა სმარტფონებისგან გარდა ვიზუალისა, აკუმულატორის სიმძლავრით გამოირჩევა. ბატარეას აქვს რეკორდული მოცულობა - 18 ათასი მილიამპერი/სთ. ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 50 დღე-ღამე ლოდინის რეჟიმში. 

image.jpeg 

როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთი მძლავრი ბატარეის გამოყენება ნეგატიურად აისახა სმარტფონის გაბარიტებზე. მოწყობილობა საკმაოდ მძიმე გამოვიდა. მისი წონა არ სახელდება, კორპუსის სისქე კი 18 მილიმეტრს შეადგენს. 

image.jpeg 

 

image.jpeg 

 

სმარტფონის კიდევ ერთ გამორჩეულ მახასიათებლად სახელდება მოძრავი ორმაგი სელფი-კამერა 16 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი კამერა 12, 5 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. 

image.jpeg 

სმარტფონს აქვს 6,2-დუიმიანი, Full HD+ ფორმატის დისპლეი, რომლის გაფართოება 2280×1080 პიქსელს შეადგენს. მოწყობილობის ზომებია 153 × 74,8 × 18 მმ. 

image.jpeg 

შიდა კომპონენტებს რაც შეეხება, მოწყობილობას აქვს რვაბირთვიანი პროცესორი MediaTek Helio P70, 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth. 

image.jpeg 

გამოყენებულია ოპერაციული სისტემა 9.0 Pie. დაშვებულია ორი SIM-ბარათის დაყენება. Energizer Power Max P18K Pop სმარტფონი ივნისიდან გაიყიდება დაახლოებით 600 ევროდ. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.