Jump to content

უახლესი რუკა, რომელიც ატმოსფეროში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციას აჩვენებს


Recommended Posts

აზოტის დიოქსიდი (NO2), რომელიც აზოტის ოქსიდების ჯგუფში შედის, ჰაერის დამაბინძურებელი ერთ-ერთი კომპონენტია ქალაქის პირობებში. იგი ყალიბდება მაღალ ტემპერატურაზე წვის შედეგად. ამ მავნე ნივთიერების წარმომშობ ძირითად ანთროპოგენულ წყაროებს წარმოადგენს გაზისა და ნახშირის ელექტროსადგურები, აგრეთვე საქალაქო ტრანსპორტი. გარდა ამისა, არსებობს NO2-ის გამომწვევი ბუნებრივი წყაროებიც, მაგალითად: ტყეების ხანძრები, ელვა, თუმცა მათი როლი გამონაბოლქვის მოცულობის საერთო ფონზე მინიმალურია. 

image.jpeg 

თანამგზავრული ფოტოებისა და მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით კომპანია Descartes Labs-მა მოახდინა ატმოსფეროში არსებული აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ვიზუალიზაცია. NO2-ის მაღალ კონცენტრაციას შეუძლია მოახდინოს მჟავური წვიმების, სმოგის სტიმულირება, აგრეთვე შეამციროს მცენარეული საფარის აღდგენის ტემპი და, რა თქმა უნდა, ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს ნივთიერება აზიანებს სასუნთქ გზებსა და თვალებს. 150 ppm-ე მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში იგი ბრონქიტს იწვევს, 500 ppm-ის ზემოთ კი - ფილტვების შეშუპებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი შესუნთქვა მხოლოდ რამოდენიმე წუთს გრძელდებოდა. 

გამოსახულების შესადგენად საჭირო მონაცემები მიღებულ იქნა თანამგზავრ Sentinel 5P-ის დახმარებით. ეს თანამგზავრი 2017 წლის ოქტომბერში გაუშვეს პლანეტის ატმოსფეროს მონიტორინგისთვის. იგი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA)თანამგზავრთაგან ერთ-ერთია, რომელიც დედამიწაზე დაკვირვებისთვისაა განკუთვნილი. დანარჩენი თანამგზავრები აკვირდებიან დედამიწის მცენარეულ საფარსა და მიწის ათვისების მასშტაბებს, გლობალური ტემპერატურის ცვლილებას, ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის რღვევას და ა.შ. 

წარმოდგენილი რუკა ფოტომასალათა სერიის ერთ-ერთი ნაწილია. Descarte Labs-ის გრაფიკული დიზაინის ხელმძღვანელის განცხადებით რუკის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა უამრავი სხვადასხვა ფოტო, რომლებიც მათ Sentinel-5P-ისგან მიიღეს 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. მკვეთრი გამოსახულების მისაღებად არჩევისას გამორიცხულ იქნა დაბალხარისხიანი ფოტოები, აგრეთვე უამინდობის დროს გადაღებული მასალა. 

ცხადია, რომ აზოტის დიოქსიდის მთავარი კონცენტრაცია ქალაქებთან ფიქსირდება, სადაც დიდი რაოდენობით ავტომანქანა მოძრაობს. ამავე დროს რუკა შეიმჩნევა ცაკეული ერთეულები -  ამ შემთხვევაში საუბარია საზღვაო ხომალდებსა და ქალაქის ცალკეულ სამრეწველო დაწესებულებებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.