Jump to content

ავტომობილებთან შესაძლებელი გახდება ურთიერთობა „ისე, როგორც მეგობართან“


Recommended Posts

2018 წელს კომპანია BMW-მ განაცხადა კონცეფცია iNext-ის შესახებ, რომლის თანახმადაც მას სურს ავტომობილის სალონი ადამიანების საყვარელ ადგილად აქციოს. ინჟინრები აპირებენ ამას მიღწიონ მუსიკის, კონდიციონერის, ნავიგატორისა და სხვა ფუნქციების მაქსიმალურად გამარტივების გზით. კონცეფციისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა გამოფენა MWC 2019-ზე - კომპანიამ მოახდინა ტექნოლოგია Natural Interaction-ის დემონსტრაცია, რომელიც ავტომობილთან კავშირის საშუალებებს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ ფუნქციის წყალობით მძღოლები შეძლებენ ეკონტაქტონ ხელოვნურ ინტელექტს „ისე, როგორც მეგობარს“. 

image.jpeg 

Natural Interaction-ში შედის ხმოვანი ბრძანებები, მომხმარებლის ჟესტები და გამოხედვები. მძღოლებს არ მოუწევთ პარამეტრებში შევიდნენ საჭირო საშუალების ასარჩევად - სისტემა დამოუკიდებლად ამოიცნობს საჭირო ვარიანტს და დაუყოვნებლივ შეასრულებს შესაბამის ინსტრუქციებს. ითვლება, რომ ავტომობილთან კომუნიკაციის ერთროულად რამოდენიმე მეთოდი უამრავი პრობლემისგან გაათავისუფლებს მძღოლს: მაგალითად, ხმაურიანი მგზავრებით სავსე სალონში მძღოლისთვის უფრო ადვილი იქნება ჟესტებით გასცეს ბრძანება, ვიდრე მეტყველებით. 

BMW Natural Interaction-ის შესაძლებლობები: 

  • ფანჯრებისა და სახურავის ლუქის გაღება-დაკეტვა; 

  • სავენტილაციო სივრცეების რეგულირება; 

  •  საინფორმაციო-გასართობი სისტემების ნავიგაცია; 

  • ავტომობილის თვალთახედვის არეში არსებული დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 

  • პარკირების ხელმისაწვდომობისა და საფასურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 

ხელოვნური ინტელექტი აგრეთვე შეისწავლის თითოეული მძღოლის ჩვეულებებს. დიდი ალბათობით, მას წინასწარ ეცოდინება კომუნიკაციის რომელ მეთოდს აირჩევს მძღოლი და რომელი ფუნქციის შესრულებას მოსთხოვს, რაც მნიშვნელოვნად სწრაფს გახდის მის საპასუხო რეაქციას. ჯამში, იდეა საკმაოდ წააგავს სხვა კომპანიების „მომავლის ავტომობილების“ კონცეფციებს, მათ შორისაა ელექტრომობილ Mercedes-Maybach-ის პროექტი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.