Jump to content

Huawei Mate X: Samsung Galaxy Fold-ის უფრო თხელი კონკურენტი


Recommended Posts

ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც Samsung-ამ წარადგინა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold. ამჯერად კი გამოჩნდა მისი კონკურენტი - უფრო თხელი, დიდეკრანიანი  სმარტფონი Huawei Mate X. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია 8-დუიმიანი OLED-დისპლეით, დაკეცილ მდგომარეობაში მისი სისქე 11 მილიმეტრია და აქვს მნიშნელოვანი სპეციფიკაციები, მათ შორის: 5G, 4500 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა და პროცესორი Kirin 980. 

image.jpeg 

დაკეცილი მდგომარეობისას უკანა პანელზე არსებული მეორე დისპლეი საშუალებას იძლევა გადაიღოთ სელფი, განახორციელოთ ზარები ან იხილოთ, რა არის განთავსებული ძირითად დისპლეიზე. გახსნისას კი მიიღებთ თითქმის კვადრატულ პლანშეტს სამი მხრიდან მინიმალური ზომის არჩოებით. 

შედარებით მსხვილ კიდეზე განთავსებულია სამი კამერა, ფლეშ-განათება და ღილაკი, რომლითაც პლანშეტის მდგომარეობა ფიქსირდება. 

ელეგანტური კონსტრუქციის მიღწევა კომპანიას გამოუვიდა იმით, რომ ეკრანი გარეთ იკეცება და არა შიგნით. თუმცა ამას მინუსებიც აქვს: მისი ეკრანის დაცვა არ შეძლება Gorilla Glass-ით. ამასთან, რეკომენდებულია დამცავი ქეისი გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად აფუჭებს ესთეტიკას და მოსახერხებლობას. Galaxy Fold-ს, მაგალითად, ამგვარი პრობლემები არ აქვს. 

სმარტფონს აქვს ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, მათგან ერთ-ერთის ჩანაცვლება შესაძლებელია მეხსიერების ბარათით - Huawei Nano. 

image.jpeg 

Mate X მუშაობს Kirin 980 პროცესორზე, ისევე როგორც Mate 20 Pro და Honor View 20. ჩიპის გარდა აღსანიშნავია საკუთარი 5G მოდემი Huawei Balong 5000, რომელიც 7-ნანომეტრიან ჩიპთან ერთად უზრუნველყოფს შესანიშნავ სიჩქარეს. 

Huawei-ს ახალ სმარტფონში განთავსებულია 4500 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს „ცოცხლობს“ იგი ყოველდღიური მოხმარებისას. მას თან ახლავს  55 ვტ სიმძლავრის მქონე განახლებული ვერსია Huawei SuperCharge, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია Mate X 85%-მდე დაიტენოს 30 წუთში. გვერდით ნაწილში ჩართვის ღილაკთან განთავსებულია თითს ანაბეჭდის სენსორი. 

Huawei Mate X-ის 8გბ ოპერატიული/512 გბ სამომხმარებლო მეხსიერების მქონე მოდელი შეფასებულია 2300 ევროდ (დაახლ. 2600 აშშ დოლარი) და მისი გამოშვება მიმდინარე წლის შუა პერიოდში დაიწყება. შედარებისთვის, Samsung Galaxy Fold-ის ფასი 1980 დოლარია და მისი გაყიდვები აპრილიდან დაიწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.