Jump to content

13 წლის ჯექსონ ოსვალტი - ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც თერმობირთვული რეაქტორი ააგო


Recommended Posts

მეცნიერების სამყაროში გამოჩნდა ყველაზე პატარა  ბირთვული ფიზიკოსის სტატუსის პრეტენდენტი, რომელმაც თერმობირთვული სინთეზის რეაქციას მიაღწია. ეს არის აშშ-ში, ტენესის შტატში მცხოვრები 13 წლის ბიჭი, სახელად ჯექსონ ოსვალტი. იმ დროს, როდესაც მისი თანატოლები (რაც ამ ასაკისთვის ბუნებრივია) ვიდეოთამაშებითა და ტელევიზორით ერთობოდნენ, ჯექსონი დაკავებული იყო თავის ლაბორატორიაში თერმობირთვული სინთეზის კომპაქტური რეაქტორის აწყობით. რეაქტორი მან დამოუკიდებლად შექმნა თავის ყოფილ სათამაშო ოთახში, ახლა უკვე ლაბორატორიაში - წერს პორტალი Science Alert. 

image.jpeg 

თერმობირთვული სინთეზის რეაქტორის აწყობაზე მუშაობა ოსვალტმა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. 19 იანვარს კი თავის მეცამეტე დაბადების დღემდე რამოდენიმე საათით ადრე მან განაცხადა, რომ მიზანს მიაღწია. 

50 ათასი ვოლტი ენერგიის მეშვეობით ბიჭმა წარმატებით შეძლო დეითერიუმის ორი ატომის შეჯახება თავის რეაქტორში. დამატებითი კვლევების შემდეგ ოსვალტი დარწმუნდა მიღწეულ შედეგებში. 

image.jpeg 

 

 

მათთვის, ვინც ამბობდა, რომ მე ვერასდროს შევძლებ ბირთვული სინთეზის პროცესის განხორციელებას - ეს სიურპრიზი იქნება. გასული თვის განმავლობაში მე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიე, ჩემი სისტემის ყველა ნაკლოვანება მოვაგვარე. ამჯერად კი მივიღე შედეგები, რომლებიც ნამდვილად ღირებულია“ - დაწერა ოსვალტმა ფორუმზე - Fusor.net. 

image.jpeg 

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სანამ მის მიერ მიღწეულ შედეგებს სხვა სპეციალისტები არ შეაფასებენ და არ გამოქვეყნდება რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში, საჭიროა სკეტიკური მიდგომა. თუმცა ოსვალტის წარმატება Open Source Fusor Research Consortium-მა უკვე დაადასტურა. 

როგორც აღმოჩნდა, ოსვალტის მიერ ბირთვული რეაქტორის შექმნა 10 ათასი დოლარი დაჯდა, თანხა ბიჭმა მშობლებისგან მიიღო. ჯექსონის მამა ამბობს, რომ შვილს პროექტზე მუშაობის ნება მხოლოდ მას შემდეგ დართო, როცა მოიწვია სპეციალისტები, რომლებმაც ბიჭს აუხსნეს ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც დაკავშირებული იყო რადიაციასთან და ათასობით ვოლტ ძაბვასთან მუშაობისას. 

თუკი ჯექსონის მიღწევები რეცენზირებული იქნება ან დადასტურდება სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ, იგი ოფიციალურად გადაუსწრებს 14 წლის ტეილორ უილსონს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა პირია, რომემაც ერმობირთვული სინთეზის განხორციელება შეძლო. 

  • Haha 1
  • Confused 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.