Jump to content

Cryptopia არ განაახლებს ვაჭრობას, სანამ ბალანსი არ იქნება უსაფრთხოდ დაცული


Recommended Posts

image.png

ახალი ზელანდიის პოლიციამ  საოფისე შენობა დაუბრუნა გარკვეული ხნის წინ გატეხილ კრიპტო-ბირჟა Cryptopia-ს და ვაჭრობის განახლების ნება დართო. თუმცა ბირჟა მზად არ არის საქმიანობის განახლებისთვის - ნათქვამია ბირჟის თანამშრომლების მიერ 24 თებერვალს Discord-ის ოფიციალური არხისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. 

ბირჟაზე თავდასხმის შედეგად მოპარულ იქნა 16,1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულის კრიპტოვალუტები. მომხდარის შემდგომ ახალი ზელანდიის პოლიციამ საერთაშორისო კანონდამცველებთან ერთად დაიწყო გამოიძიება ჰაკერების მისაკვლევად. 

პირველად კიბერშეტევა 15 იანვარს განხორციელდა და როგორც ცნობილი, დაახლოებით ორი კვირა გრძელდებოდა - ბირჟის ათი ათასობით Ethereum (ETH) საფულიდან ხდებოდა თანხების მოპარვა.  

Discord channel-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში  ადმინისტრატორის მიერ ნათქვამია, რომ მართალია ადგილობრივი სამართალდამცავები ხელს აღარ უშლიან ბირჟას საქმინობის გაგრძელებაში, Cryptopia არ აპირებს ფუნქციონირება მალე განაახლოს: 

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია აღარ გვაფერხებს საქმინობის აღდგენაში, რომ დავუბრუნდეთ სავაჭრო ოპერაციებს - ჩვენი აზრით უკიდურესად არაგონივრული იქნება განვაახლოთ ვაჭრობა მანამდე, სანამ საბოლოოდ არ განისაზღვრება დანაკარგები და არ იქნება გარანტირებული ბალანსის აბსოლუტური უსაფრთხოება“. 

განცხადებაში აგრეთვე მითითებულია, რომ ახალი ზელანდიის კანონმდებლობის თანახმად უკანონო და დაუშვებელია კომპანიებმა განახორციელონ არაგონივრული ვაჭრობა, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს აქტივებსა და კრედიტორების ქონებას. 

სხვა იურიდიულ-საგამოძიებო სიახლეებს რაც შეეხება, Cointelegraph-ი იტყობინება, რომ აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს მიეკვლიათ და უკან დაებრუნებინათ 104 ათას აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, რომელიც მოპარულ იქნა კრიპტო-ბირჟა Bitfinex-იდან, საიდანაც 120 ათასი BTC მოიპარეს. 

აგრეთვე მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ისრაელში დაფუძნებულმა კრიპტო-ბროკერულმა Coinmama-მ, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ Bitcoin-ი და Ethereum- საკრედიტო ბარათების მეშვეობით, მონაცემთა გატეხვით სერიოზული ზიანი განიცადა. თავდასხმამ 450 ათასი მომხმარებელი დააზარალა.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.