Jump to content

ხელოვნურად რედაქტირებული გენების მქონე ჩინელ CRISPR-ტყუპებს შესაძლოა შემთხვევით გაუუმჯობესეს ინტელექტი


Recommended Posts

image.jpeg

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ გენების რედაქტირების სადავო ექსპერიმენტს, რომელიც მიმართულია ბავშები HIV-ისგან ხელშეუხებელი გახადოს, აგრეთვე შეუძლია გააუმჯობესოს მათი სწავლისა და მეხსირების ფორმირების შესაძლებლობა. გასულ წელს ჩინეთში ხელოვნურად შეცვლილი გენების მქონე ტყუპი გოგონების ტვინები დადებითი მხარისკენ შეიცვალა - გაუმჯობესდა კოგნიტური თვისებები და მეხსიერება - თვლიან მეცნიერები. ტყუპები, სახელად ლულუ და ნანა, ხელოვნურად მოდიფიცირებული გენებით გაჩნდნენ. ექსპერიმენტი ჩინელი მეცნიერებისა და CRISPR-ინსტრუმენტის მიერ განხორციელდა. 

image.jpeg 

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცვლილება, რომელიც განიცადა გოგონების დნმ-ებმა - ანუ CCR5 გენის მოშორება - თაგვებზე ატარებული ცდების მიხედვით მათ უფრო ჭკვიანებს ხდის, აგრეთვე აუმჯობესებს ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს - მოხდეს აღდგენა ინსულტის შემდეგ.  

„პასუხია - დიახ, ამან გავლენა იქონია მათ ტვინებზე“ - აცხადებს ალჩნო სილვა, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი. მისმა ლაბორატორიამ აღმოაჩინა CCR5 გენის უდიდესი როლი მეხსიერების გაუმჯობესებასა და ტვინის მიერ ახალი კავშირების შექმნის შესაძლებლობაში. 

„უმარტივესი ინტერპრეტაცია იმაში მდგოამრეობს, რომ ეს მუტაცია ტყუპების კოგნიტურ ფუნქციაზე მოქმედებს“ - აცხადებს სილვა. იგი თვლის, რომ შეუძლებელი ზუსტი გავლენის პროგნოზირება და არც ღირს ამის ცდა. 

ჩინეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიი უნივერსიტეტის  მეცნიერეის გუნდმა ხე ცზიანკუის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ გამოიყენეს CRISPR-ტექნოლოგია ადამიანის ემბრიონებში ზემოთხსენებული გენის მოსაშორებლად. HIV-ვირუსს სწორეს ეს CCR5 გენი სჭირდება, რომ შეაღწიოს ადამიანის სისხლის უჯრედებში. 

ჩატარებული ექსპერიმენტი ფართოდ განისჯებოდა, როგორც უპასუხისმგებლო ცდა, პროექტის ხელმძღვანელი  ცზიანკუი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, სანამ მის საქმეს გამოიძიებენ. გენეტიკურად რედაქტირებული პირველი ბავშვების ამბის შემდეგ გაჩნდა მოსაზრებაც, რომ  CRISPR-ტექნოლოგიას ერთხელაც გამოიყენებენ სუპერგონიერი ადამიანების შესაქმნელად. 

ჯერჯერობით არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, რომ ხე ცზიანკუის თავიდანვე განზრახული ჰქონდა ტყუპების ინტელექტზე ზეგავლენის მოხდენა.  

image.jpeg 

როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი მიზნები, ფაქტია, რომ CCR5 გენის მოშორება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტვინისთვის. დღედღეობით, ზემოთხსენებული სილვა და ამერიკელი და ებრაელი მეცნიერების დიდი ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ მიიღეს მტკიცებულება: CCR5 გენი ახშობს მოგონებებსა და სინაპტიკურ კავშირებს. 

„ჩვენ პირველებმა განვაცხადეთ CCR5 გენის ფუნქციის შესახებ“- აცხადებს UCLA-ს ბიოლოგი თომას კარმაიკლი. ზოგიერთ კვლევაში, რომლებიც UCLA-მიერ ტარდება, ადამიანებს აძლევენ HIV-საწინააღმდეგო პრეპარატს - Maraviroc-ს, რომელიც ბლოკავს CCR5 გენს. ცდის მიზანია გამოჩნდეს, შეინიშნება თუ არა გაუმჯობესება კოგნიტურ შესაძლებლობებში. 

„შესაძლებელია თუ არა, რომ ოდესმე მომავალში შევძლებთ გავზარდოთ მოსახლეობის ინტელექტის საშუალო კოეფიციენტი? მე არ ვიქნებოდი მეცნიერი, რომ მეპასუხა - არა. თაგვებზე მუშაობა გვიჩვენებს, რომ პასუხი ნათელია - ეს შესაძლებელია. თუმცა თაგვები სხვაა, ადამიანები - სხვა. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორი იქნება შედეგები. ჯერ არ ვართ მზად“ - აცხადებს სილვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.