Jump to content

Reddit-ის თანადამფუძნებლის აზრით კრიპტო-ზამთრის შედეგად მოშორებულ იქნენ სპეკულატორები და ნამდვილ „მშენებლებს“ დაუთმეს არეალი


Recommended Posts

image.png

Alexis Ohanian-მა, რომელიც Reddit-ის თანადამფუძნებელი და ცნობილი კრიპტო-ხარია, განაცხადა, რომ კრიპტო-ჰაიპი ჩაცხრა და თავისუფალი სივრცე დარჩათ კრიპტოვალუტების ჭეშმარიტ მომხრეებს. ამ თემაზე Ohanian-მა Yahoo Finance-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

როდესაც მას ჰკითხეს, კვლავ დარწმუნებულია თუ არა კრიპტოვალუტებში, Ohanian-მა უპასუხა, რომ ბაზარზე ამჟამად არსებული მდგომარეობა კვლავ კრიპტო-ზამთრად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების ფასები ისევ დაბალია. 

Coinbase-ის გენერალური დირექტორის, Brian Armstrong-ის ნათქვამზე დაყრდნობით Ohanian-მა ხაზი გაუსვა, რომ დათვურმა ბაზარმა ხელი შეუწყო სპეკულიანტების ჩამოშორებას, ამავე დროს კი კრიპტოების ნამდვილი მომხრეები დარჩნენ ნამდვილი კრიპტო-ინფრასტრუქტურის საშენებლად. 

Ohanian-მა დააზუსტა, რომ ასეა თუ ისე, კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ-სივრცის ირგვლივ არსებული ჰაიპების ჩაცხრობა ნამდვილად კარგია ინდუსტრიის განვითარებისთვის. მან განაცხადა:  

„ახლა, ეს ჯერ კიდევ სანახავია, თუმცა ჩემთვის ძლიერ სიგნალს წარმოადგენს ის, რომ ტექნოლოგიის სფეროს წარმოადგენელი რამოდენიმე ჩემთვის ნაცნობი ჭკვიანი ადამიანი მუშაობს პრობლემების მოგვარებაზე. ისინი აშენებენ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ კომპანიებს. ჰაიპი დასრულდა და ვფიქრობ, ეს კარგია“. 

Ohanian-ს დაუსვეს შეკითხვა საბანკო გიგანტის - JPMorgan Chase-ის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის - JPM Coin-ის გამოშვების შესახებ, რომელიც ბლოკჩეინით გამყარებული აქტივი იქნება და ხელს შეუწყობს საბანკო ოპერაციების ეფექტურობის ზრდას. 

პასუხად Ohanian-მა ხაზი გაუსვა, რომ JPMorgan-ის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მას შემდეგ, რაც სპეკულაციები გაქრა, ადგილი ნამდვილ ინოვაციებს დაეთმო. Ohanian-მა ხსენებული კომპანიის მიერ საკუთარი მონეტის გამოშვება დადებით მოვლენად მოიხსენია და ამავე დროს გაიხსენა შემთხვევა, რომ თავის დროზე JPMorgan-ის გენერალური დირექტორი Jamie Dimon-ი უმსხვილეს კრიპტოვალუტას - Bitcoin-ს თაღლითობად (scam-ად) მიიჩნევდა. 

მცირე ხნის წინ Dimon-მა განმარტა თავისი პოზიცია Bitcoin-თან მიმართებაში და განაცხადა, რომ არ ჰქონდა განზრახული - გამხდარიყო უმსხვილესი კრიპტოვალუტის მოწინააღმდეგე. 

Alexis Ohanian-ი დაიბადა 1983 წელს. 2006 წელს 23 წლის ასაკში იგი მულტიმილიონერი გახდა Reddit-ის გაყიდვის შემდეგ. ინტერნეტ-ანტრეპრენეთან და ინვესტორთან ერთად იგი აგრეთვე ვენჩურული კაპიტალის კომპანიის - Initialized Capital-ის თანადამფუძნებელია. 

2018 წლის ივლისში Ohanian-მა გამოთქვა ვარაუდი, რომ Bitcoin-ისა და ტოპ-ალტკოინის - Ethereum-ის (ETH) ღირებულება 2018 წელს იქნებოდა 20 ათასი და 1500 დოლარი, შესაბამისად. თუმცა CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2018 წლის ივლისიდან მოყოლებული ამ ორ კრიპტოვალუტაზე მაქსიმუმალურად მაღალი ფასის მაჩვენებლები დაფიქსირდა 7200 და 400 აშშ დოლარი, შესაბამისად. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.