Jump to content

სამხრეთ კორეაში რობოტების მიერ აშენდება რობოტექნიკის მუზეუმი


Recommended Posts

2020 წელს სამხრეთ კორეაში, სეულში გამოჩნდება რობოტიკს-მეცნიერებისა და რობოტექნიკის მუზეუმის უჩვეულო შენობა. ობიექტის მშენებლობის უფლება მოიპოვა თურქულმა არქიტექტორულომა კომპანიამ -  Melike Altinisik Architects (MAA). მისი ხელმძღვანელობის თქმით, ამ მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებულობა ის იქნება, რომ მისი აშენებისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე - კონსტრუქციის დიზაინის, მშენებლობის, მომსახურების შექმნისას იგეგმება რობოტებისა და სხვა მაღალი ტქნოლოგიების თანამონაწილეობა, მაგალითად, დრონებისა და 3D-პრინტერების გამოყენება. მუზეუმის იდეა დედაქალაქის ხელისუფლებას ეკუთვნის, რათა გაიზარდოს მოსახლეობის დაინტერესების დონე რობოტექნიკის მიმართ. 

image.jpeg 

მხოლოდ მუზეუმის შენობის ფართობი 2500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მთლიანად კომპლექსი კი 6500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. დაგეგმილია, რომ მუზეუმში ჩატარდება არა მარტო რობოტების გამოფენები, არამედ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებული ხელოვნურ ინტელექტთან, ვირტუალურ და დასრულებულ რეალობასთან, ჰოლოგრაფიულ ტექნოლოგიასთან. აგრეთვე, აქვე მოეწყობა ხსენებულ სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრენინგები. პირველ რიგში კი, მთავარი სამუზეუმო ექსპონატი თავად მუზეუმის შენობა იქნება. 

image.gif 

„ეს იქნება რობოტექნიკის ახალი მუზეუმი, რომელიც კატალიზატორის როლს შეასრულებს სოციალურ წინსვლაში, ასევე მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ჩართულობაში. მასში არა მხოლოდ გამოფენილი იქნება რობოტები, არამედ მიღწევები და შესაძლებლობები დიზაინში, მშენებლობაში“ - ნათქვამია Melike Altinisik Architects-ის განცხადებაში. 

image.jpeg 

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სურვილი - შეიქმნას რობოტების საკუთარი სამყარო - გამოხატული იქნება სფეროსებრი და „თხევადი“ ფორმების გამოყენებით. არქიტექტორების იდეის თანახმად შენობა მოწყობილი იქნება ოთხკუთხედი ფორმების გარეშე. რობოტების ჯგუფის ერთი ნაწილი შენობის ფასადური სამუშაოებით დაკავდება, ნაწილი კი გარემომცველი ლანდშაფტის შექმნით. სამშენებელო სამუშაოები უსაფრთხოების მიზნით გაკონტროლდება დრონების მეშეობით. რაღა თქმა უნდა, ყველანაირ სამუშაოს რობოტებს ვერ ანდობენ - ობიექტის მშენებლობა-ფუნქციონირებაში ადამიანებიც იქნებიან ჩართულნი. 

image.jpeg 

პროექტის მიხედვით მუზეუმი მჭიდოდ იქნება ინტეგრირებული გარემომცველ საქალაქო ინფრასტრუქტურასთან. შენობის შიგნით არსებული სივრცე ქალაქთან უწყვეტი კავშირის შეგრძნებას შექმნის. 

რობოტექნიკის მუზეუმში პირველი გამოფენის ჩატარება 2020 წელსაა დაგეგმილი. ობიექტის სრულფასოვანი გახსნა კი 2022 წლისთვის იგეგმება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.