Magdalena Posted February 25, 2019 Share Posted February 25, 2019 კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აპირებენ სერვის Google Play-დან წაშალონ აპლიკაცია Onavo VPN. კომპანია აცხადებს, რომ მონაცემების ფასიანი შეგროვების პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამჯერად იგეგმება ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ მომხმარებლებს მკაფიოდ ესმოდეთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ პროგრამაში მათ პერსონალურ აქტივობას . techcrunch.com იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა Project Atlas-ის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში Facebook-ი მომხმარებლებს თვეში 20 დოლარს უხდიდა iOS-სა და Android-ზე VPN-აპლიკაცია Facebook Research-ის დაყენებისთვის. პროგრამას წვდომა ჰქონდა სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებზე, ბრაუზერის მონაცემებზე და ა.შ. ეს ქმედება გამიზნული იყო იმისათვის, რომ პლატფორმას გაერკვია მომხმარებლების ინტერესების, ჩვეულებებისა და მიდრეკილებების შესახებ ცნობები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც აღმოჩნდა, პროექტი სულ მცირე 2016 წლიდან მოქმედებდა. გასული წლის აგვისტოში Apple-მა თავისი მაღაზიიდან წაშალა აპლიკაცია Facebook Onavo Protect, რომელიც ანალოგიურად მოქმედებდა. ასევე, Facebook Research-იც Onavo-ს კოდს იყენებდა. „ბაზრის კვლევა კომპანიებს ეხმარება შექმნან უფრო ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებლებისთვის. ჩვენ აქცენტს ბაზრის ფასიან კვლევაზე ვაკეთებთ, ეს კი ნიშნავს, რომ ვაპირებთ დავხუროთ პროგრამა Onavo” - განაცხადეს Facebook-ის პრესს-სამსახურში. რესურსი TechCrunch აკონკრეტებს, რომ ბაზრის კვლევისა და მონაცემთა შეგროვების უფასო პროგრამები უკვე შეჩერდა, აპლიკაციები წაშლილია. ამ დროისთვის გაურკვეველი რჩება ის, თუ როგორი იქნება მომხმარებლების, ინვესტორებისა და მმართველების რეაქცია აღნიშნულ თემაზე. https://3dnews.ru/983272 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.