Jump to content

Facebook-ი უარს ამბობს „ჯაშუშური“ აპლიკაცია Onavo VPN-ის გამოყენებაზე


Recommended Posts

კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აპირებენ სერვის Google Play-დან წაშალონ აპლიკაცია Onavo VPN. კომპანია აცხადებს, რომ მონაცემების ფასიანი შეგროვების პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამჯერად იგეგმება ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ მომხმარებლებს მკაფიოდ ესმოდეთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ პროგრამაში მათ პერსონალურ აქტივობას . 

image.png 

techcrunch.com 

იანვრის ბოლოს ცნობლი გახდა Project Atlas-ის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში Facebook-ი მომხმარებლებს თვეში 20 დოლარს უხდიდა iOS-სა და Android-ზე VPN-აპლიკაცია Facebook Research-ის დაყენებისთვის. პროგრამას წვდომა ჰქონდა სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებზე, ბრაუზერის მონაცემებზე და ა.შ. ეს ქმედება გამიზნული იყო იმისათვის, რომ პლატფორმას გაერკვია მომხმარებლების ინტერესების, ჩვეულებებისა და მიდრეკილებების შესახებ ცნობები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც აღმოჩნდა, პროექტი სულ მცირე 2016 წლიდან მოქმედებდა. 

გასული წლის აგვისტოში Apple-მა თავისი მაღაზიიდან წაშალა აპლიკაცია Facebook Onavo Protect, რომელიც ანალოგიურად მოქმედებდა. ასევე, Facebook Research-იც Onavo-ს კოდს იყენებდა. 

„ბაზრის კვლევა კომპანიებს ეხმარება შექმნან უფრო ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებლებისთვის. ჩვენ აქცენტს ბაზრის ფასიან კვლევაზე ვაკეთებთ, ეს კი ნიშნავს, რომ ვაპირებთ დავხუროთ პროგრამა Onavo” - განაცხადეს Facebook-ის პრესს-სამსახურში. 

რესურსი TechCrunch აკონკრეტებს, რომ ბაზრის კვლევისა და მონაცემთა შეგროვების უფასო პროგრამები უკვე შეჩერდა, აპლიკაციები წაშლილია. ამ დროისთვის გაურკვეველი რჩება ის, თუ როგორი იქნება მომხმარებლების, ინვესტორებისა და მმართველების რექცია აღნიშნულ თემაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.