Jump to content

ამ დრომდე მეცნიერებმა შეძლეს დიდი ადრონული კოლაიდერისგან მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 1 %-ზე ნაკლების გაშიფვრა


Recommended Posts

დიდი ადრონული კოლაიდერი  კაცობრიობის ერთ-ერთი გასაოცარი გამოგონებაა. მისი მეშვეობით მოხდა მრავალრიცხოვანი სუბატომური ნაწილაკების - მათ შორის რთულად „დასაჭერი“ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა. ბოლო პერიოდში ახალი მონაცემები მიუთითებს სტანდარტული მოდელის ფარგლებს გარეთ ახალ აღმოჩენებზე. ეს ფაქტი მეტად საკვირველია, რადგან როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, მათ მიღებული მონაცემების მხოლოდ 1 %-ის გაშიფვრა შეუძლიათ. ასე რომ დიდი ადრონული კოლაიდერის აღმოჩენებს შესაძლებელია დავარქვათ „დიდი გამართლება“.  

image.jpeg 

ფიზიკოსები 26,7 კილომეტრიან კოლაიდერს იყენებენ ნაწილაკების სინათლის სიჩქარემდე ასაჩქარებლად, შემდეგ ახდნენ მათ შეჯახებას, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა რაიმე ახლის პოვნა. ნაწილაკები ერთმანეთს არნახული იჩქარით ეჯახება, რაც წარმოუდგენლად დიდი ინფორმაციის მატარებელ მონაცემებს იძლევა. თავის ვებ-გვერდზე CERN-ი აღნიშნავს, რომ წამში ერთი მილიარდი შეჯახება ახდენს 1 პეტაბაიტი ინფორმაციის გენერირებას. ეს კი პრობლემაა, რადგან ამ რაოდენობის მონაცემების შენახვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ანალიზზე, უკიდურესად რთულია. 

წამში მთელი 30 მლნ მოვლენა რომ შევინახოთ, ამისათვის დაგვჭირდება 2 ათასი პეტაბაიტი სანახი სივრცე ტიპიური 12-საათიანი სამუშაოს შემთხვევაში. წელიწადის განმავლობაში დიდი ადრონული კოლაიდერი 150 დღეს მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ თითქმის 400 ათას პეტაბაიტ ინფორმაციას წელიწადში. ამ რაოდენობის ინფორმაციის შენახვა ფიზიკურად შეუძლებელია“ - განაცხადა CERN-ის ფიზიკოსმა ანდრეას ჰეკერმა. „უნდა იქნას ნახსენები მონაცემთა დამუშავებაც. პროცესორების სიმძლავრე საკმარისი არ არის. ჩვენ ვერ ვახერხებთ მონაცემთა დამუშავებს ისევე სწრაფად, როგორადაც ინფორმაციას ვიღებთ“. 

 ამგვარად, აუცილებელი გახდა იმის გადაწყვეტა, თუ ინფორმაციის რა ნაწილი შეინახება და რა - არა. თითოეული 30 მილიონი შეჯახებიდან ხდება მხოლოდ 1200-ის დაფიქსირება. ეს კი მონაცემთა მთლიანი მოცულობის მხოლოდ 0,004%-ს შეადგენს, დანარჩენი 99,996% კი სამუდამოდ იკარგება. აღნიშნული ფაქტი საკმაოდ ცუდად ჟღერს იმის გათვალისწინებით - იქნებ რა გამოვტოვეთ. 

სწორედ იმისათვის, რომ არ გამოეპაროთ რაიმე საინტერე ფაქტი, მეცნიერებს სურთ აიგოს ახალი დეტექტორები დიდი ადრონული კოლაიდერისთვის. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა შენახვა და გაშიფვრა დანაკარგების გარეშე შესაძლებელი  გახდება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.