Jump to content

NASA ჩაატარებს მონაცემთა გადაცემის ახალი, რენტგენული სისტემის გამოცდას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე


Recommended Posts

რადიოტალღები ჯერჯერობით კვლავ რჩება კოსმოსურ აპარატებთან დაკავშირების მთავარ საშულებად, თუმცა მოძველებულ ტექნოლოგიას მალე შეეხება განახლება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დედამიწასა და კოსმოსს შორის შეტყბინებების გაცვლა ბევრად უფრო სწრაფი ტემპით განხორციელდეს. ამისათვის აეროკოსმოსური სააგენტო NASA პროექტ XCOM-ის ფარგლებში ახდენს კავშირის ახალი რენტგენული სისტემის გამოცდას. სისტემის ტესტირება ჩატარდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ეს გამოცდა უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. 

image.jpeg 

სააგენტო აპირებს კავშირის ახალი სისტემის გამოსაცდელად გამოიყენოს ორი ინსტრუმენტი. პირველია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გარედან დამონტაჟებული აპარატი - NICER-ი, რომელიც ახდენს ნეიტრონული ვარსკვლავიდან გამომავალი რენტგენული გამოსხივების ფიქსაციას.  

image.jpegრენტგენული გამოსხივების მოდულირებული წყაროს მოწყობილობა  (MXS) 

მეორე მოწყობილობა იქნება რენტგენული გამოსხივების მოდულირებული წყარო (MXS), რომელიც ასევე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე დაყენდება. მისი მეშვეობით წარმოიქმნება ორმაგი შეტყობინებების კოდირება რენტგენის სხივებში, რომლებიც შემდეგ გადაეცემა NICER-ს. ეს უკანასკნელი კი მათ გაშიფრავს. ამ ორ მოწყობილობას შორის დაშორება 50 მეტრი იქნება. გადაცემული შეტყობინება იქნება მარტივი, რათა მოწყობილობამ შეძლოს მისი დაჭერა და სწორად გაშიფვრა. თუკი პირველი ტესტირება წარმატებით ჩაივლის, შემდგომში განხორციელდება უფრო რთული შეტყობინებების გადაცემა. 

image.jpeg 

თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, რენტგენული კავშირი მონაცემთა გადაცემისთვის გამოყენებული იქნება მთელ რიგ კოსმოსურ აპარატებში. რენტგენის სხივებს შედარებით მოკლე ტალღები აქვთ რადიოტალღებსა და კავშირის ლაზერულ სისტემებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით შესაძებელი იქნება გადაიცეს მეტი მონაცემი უფრო მჭდრო სხივებით. გაიზრდება შეტყობინებების გადაცემის სიჩქარე, რაც განსაკუთრებით მნშვნელოვანი დიდი მანძილით დაშორებული კომუნიკაციის შემთხვევაში. 

რენტგენული სისტემის კიდევ ერთი პოტენციური უპირატესობა ის გახლავთ, რომ რენტგენის სხივებს შეუძლიათ გააღწიონ ცხელ პლაზმაში, რომელიც როგორც წესი ხელს უშლის ან წყვეტს რადიოტალღების გადაცემას  - მაგალითად, კავშირი ფერხდება იმ დრო, როდესაც კოსმოსური აპარატი გადის დედამიწის ატმოსფეროს მჭიდრო ფენაში. ამგვარად, რენტგენული სისტემა კოსმოსური აპარატების ეკიპაჟის წევრებს საშუალებას მისცემს მუდმივად იმყოფებოდნენ მართვის ცენტრთან კავშირში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.