Jump to content

2019 წლის ავტომობილები ისწავლიან უსწორმასწორო და ბორცვიან გზებზე თანაბრად, ურყევად მოძრაობას


Recommended Posts

ავტომობილების მწარმოებლები ისწრაფვიან, რომ მგზავრობას მძღოლებისა და მგზავრებისთვის მოჰქონდეს სასიამოვნო ემოციები არა მხოლოდ სწორ, არამედ ბორცვიან გზებზე მოძრაობისას. მაქსიმალურად კომფორტული მოძრაობის ტექნოლოგიის შექმნა ყველაზე უკეთ ამ დროისთვის ბოსტონურმა კომპანია ClearMotion-მა შეძლო. კომპანიამ მთლიანად შეცვალა ავტომობილის საკიდი სისტემა, რათა იგი მომენტალურად რეაგირებდეს თითოეულ ბორცვზე და ანეიტრალებდეს რყევას მგზავრობის დროს. როგორც ჩანს, ტექნოლოგია მალე დაინერგება რეალურ ავტომობილებში - კომპანიამ მოიზიდა 115 მლნ დოლარის ოდენობით ინვესტიციები და მზადაა მიმდინარე წელსვე დაიწყოს პროდუქტის გამოშვება. 

image.jpeg 

ClearMotion-ის მიერ შექმნილი ახალი თაობის შასები აღჭურვილია ოთხი ელექტროჰიდრავლიკური მოწყობილობით, რომლებიც მიმაგრებულია თითოეული საბურავის ამორტიზატორზე. ისინი აგროვებენ და ინახავენ მონაცემებს გზის საფარის მდგომარეობის შესახებ - ინფორმაცია გამოიყენება ავტომობილის მოძრაობის გასათანაბრებლად უსწორმასწორო ზედაპირის მქონე გზებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ ინვესტიციებისა და 10 ათასი საპატენტო განაცხადის მიღების გათვალისწინებით უკვე მზადაა ტექნოლოგია დანერგოს პარტნიორი კომპანიების ავტომობილებში. კომპანიების სახელები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება. 

ClearMotion-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მწარმოებლები ცდილობდნენ შეექმნათ მსგავსი ტექნოლოგია 1980-იანი წლებიდა. მათ თითქმის ოთხი ათწლეული და რამოდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯეს, შედეგად კი ღირებულს ამ დრომდე ვერაფერს მიაღწიეს. სირთულეები მუშაობის დროს ჩნდებოდა ძირითადად ენერგომოხმარებისა და ტექნოლოგიის ღირებულების გამო. კომპანია ClearMotion-მა წარმატებას მხოლოდ 2018 წელს მიაღწია.  

image.jpeg 

ClearMotion-ტექნოლოგია გამოყენებული იქნება არა მარტო ჩვეებივ ავტომობილებში, რამედ ავტონომიურ ტრანსპორტშიც. საქმე ის არის, რომ მომავლის უპილოტო ავტომობილებში ბევრი მგზავრი მოთავსდება და შესაძლებელი იქნება სალონში დისპლეების დამატება, შესაძლოა სავარძლები განლაგდეს გვერდებზე და მგზავრობის მიმართულების საპირისპიროდაც. ამგვარმა განლაგებამ კი შესაძლებელია გააძლიეროს რყევა მგზავრობისას ცუდ გზებზე, ასე რომ მნიშვნელოვანი იქნება - ავტომობილის შასები მოერგონ გარემოს პირობებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.