Jump to content

უფლებადამცველების მოწოდება - გამოიცეს კონვენცია, რომლის თანახმადაც აიკრძალება იმგვარი იარაღის წარმოება, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება


Recommended Posts

image.jpeg

ექსპერტების ჯგუფმა, რომელშიც ჰაკერები და უფლებადამცველებიც შედიან, სახელმწიფოს მოუწოდეს შემუშავდეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ისეთი იარაღის შექმნა და გამოყენება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს -  წერს BBC.  

მეცნიერებისა და უფლებადამცველების განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღმა, რომელიც მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით კონტროლდება, შეიძლება დახოცოს უდანაშაულო ხალხი, რადგანაც დამოუკიდებლად აირჩევს სამიზნეს.  

„რა თქმა უნდა, საუბარი არ ეხება მოსიარულე რობოტ-ტერმინატორებს, რომლებიც მსოფლიოს დაპყრობას აპირებენ. ჩვენ გვაშფოთებს უფრო რეალური რამ - ჩვეულებრივი შეიარაღების სისტემები ავტონომიურობის ელემენტებით. დრონები, სამხედრო თვითმფრინავები, რობოტი-დარაჯები, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად გახსნან ცეცხლი მცირე მოძრაობის დროსაც კი. ეს ყველაფერი ავტონომიური იარაღის წინამორბედია“ - აცხადებს Human Rights Watch-ის დირექტორი მერი უერჰემი. 

ავტონომიური იარაღის გამოყენებისას ბოლომდე ნათელი არ არის, ვინ არის დამნაშავე იმ შემთხვევაში, თუკი რობოტი გადაწყვეტს უდანაშაულო პირის ლიკვიდაციას - აღნიშნავს სამხედრო ტექნოლოგია Clearpath Robotics-ის ტექნიკური დირექტორი Ryan Gariepy. ალგორითმს, რომელზეც მოწყობილობა მუშაობს, წერენ პროგრამისტები, თუმცა მათ ამოცანას სამხედრო პირები უსახავენ, რომლებიც ხშირად ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი იმ ადგილს, სადაც საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობს. 

მცირე ხნის წინ ქვეყანათა ჯგუფი (მათ შორის აშშ და რუსეთიც) გამოვიდნენ აკრძალვის წინააღმდეგ. მაგალითად, პენტაგონს განზრახული აქვს ხელოვნური ინტელექტის შემუშავება-განვითარებაში უახლოეს წლებში 2 მლრდ დოლარზე მეტი ჩადოს. 

გარკვეული პერიოდის წინ Google-მა უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო პენტაგონის 10 მლრდ დოლარიან კონკურსში, რომელიც ეხებოდა cloud-გამოთვლებსა და სამხედრო ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას. კომპანიის უარი მისი თანამშრომლების პროტესტით იყო განპირობებული.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.