Jump to content

შედგა Samsung Galaxy Fold-ის ოფიციალური ანონსი


Recommended Posts

Samsung-ს დასაკეცი სმარტფონის წარდგენის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა მისი დამატებითი მახასიათებლების შესახებ. 

Galaxy Fold-ს აქვს დრეკადი უჩარჩოო ეკრანი Infinity Flex Display, რომლის დიაგონალის ზომა 7,3 დუიმს შეადგენს. მისი წყალობით შესაძლებელია პლანშეტი დაიკეცოს და გარდაიქმნას კომპაქტურ სმარტფონად. 

image.jpeg 

Galaxy Fold, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი კატეგორიის მოწყობილობად გვევლინება. იგი, როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, თავის თავში აერთიანებს ნოვაციებს მასალებში, დაპროექტებასა და დისპლეების წარმოების ტექნოლოგიებში. მათზე მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

image.jpeg 

ამგვარი დრეკადი დისპლეი რომ მიეღო, Samsung-მა შექმნა ახალი პოლიმერული შრე, რომლის წყალობითაც პანელის სისქე ორჯერ შემცირდა, უზრუნველყოფილ იქნა აუცილებელი მოქნილობა, სიმტკიცე და გამძლეობა. კომპანიამ აგრეთვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლითაც სმარტფონი მარტივად იშლება, წიგნივით. მაერთებელი მოდული, რომელიც სმარტფონის კორპუსშია დამალული, საიმედოდ იცავს შიდა დისპლეის  ნაწილსა და მექანიზმს დაკეცვისას, უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას ინტენსიური გამოყენების დროსაც კი. 

საინტერესოა, რომ სმარტფონს არ აქვს დისპლეიზე ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი, იგი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ცერა თითი ხვდება მოწყობილობის ხელში ჭერისას. ამავე ადგილასვეა განთავსებული ლოგოტიპიც. 

სმარტფონში გამოყენებულია განსაკუთრებული სირთულის კვების სისტემა ორი ბატარეით.  Galaxy Fold-ს აქვს სწრაფი უსადენო დატენვის რეჟიმი, აგრეთვე შესაძლებელია უსადენო რეჟიმში დაიტენოს სხვა თავსებადი მობილური მოწყობილობებისგან. 

ახალი კონსტრუქცია სასარგებლო იქნება იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მოზრდილი ეკრანით სარგებლობა. დარეკვის ან შეტყობინებაზე პასუხის გასაცემად საკმარისი ფრონტალური პანელის გამოყენება. ხოლო როცა საჭიროა ერთდროულად რამოდენიმე აპლიკაციაზე მუშაობა ან რაიმეს ყურება - შეგიძლიათ გამოიყენოთ ფართე დისპლეი. 

სმარტფონს უნიკალური სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, რომელიც ახალი შესაძლებლობებისა და სმარტფონის მთელი პოტენციალის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მაგალითად, შესაძლებელია ერთდოულად სამი აპლიკაციის გახსნა. პლატფორმას ორმაგი ეკრანის მხარდაჭერა აქვს: ინტერფეისი საშუალებას იძლევა მარტივად გადაერთოს გარე დისპლეი შიდაზე და პირიქით. Samsung-ი პირობას იძლევა, რომ მოახდენს პოპულარული აპლიკაციების ოპტიმიზაციას მოწყობილობის ფორმატის შესაბამისად. 

image.jpeg 

მოწყობილობას აქვს მძლავრი, 7-ნანომეტრიანი რვაბირთვიანი პროცესორი და 12 გბ ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია სმარტფონის მიერთება დოკ-სადგურთან - Samsung DeX-თან. მოწყობილობას აგრეთვე აქვს Bixby-ს, Knox-ის, Samsung Pay-სა და Samsung Health-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Galaxy Fold-ის ტექნიკური მახასიათებლები: 

  • ძირითადი ეკრანი: 7,3” QXGA+ Dynamic AMOLED (4.2:3); 

  • ფრონტალური ეკრანი: 4,6" HD+ Super AMOLED (21:9); 

  • პროცესორი: 7-ნმ ჩიპი / რვა  64-bit CPU; 

  • ბატარეა: მოცულობა 4380 მილიამპერი/სთ (სადენიანი დატენვის - QC2.0 და AFC მხარდაჭერა, ასევე  უსადენო დატენვა - WPC და PMA); 

  • ოპერატიული მეხსიერება: 12 გიგაბაიტი LPDDR4x; 

  • ფლეშ-მოდული: 512 გბ UFS3.0. 

  • ფრონტალური კამერა დაკეცვისას: 10 მეგაპიქსელი f/2,2; 

  • ფრონტალური კამერა გახსნილი მდგომარეობისას: 10 მეგაპიქსელი f/2,2  

  • + 8-მპ RGB-კამერა - f/1,9; 

  • ძირითადი კამერა: 16-მპ სუპერფართე ფორმატიანი f/2,2; 12-მპ ფართეფორმატიანი, OIS, f/1,5 ან  f/2,4; 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო, OIS, f/2,4; 

  • ოპერაციული სისტემა: Android 9.0 Pie საკუთარი ინტეფეისით.  

Samsung Galaxy Fold გამოვა შემდეგ ფერებში: Space Silver, Cosmos Black, Martian Green და Astro Blue. სმარტფონის ფასი 1980 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.