Jump to content

ილონ მასკი: სრულიად თვითმართვადი Tesla 2020 წელს გამოვა


Recommended Posts

ილონ მასკი ცნობილია გაბედული პროგნოზებით. მან ამჯერად პასუხი გასცა ყველას, ვისაც ეჭვი ეპარებოდა მის შესაძლებლობებში, რომ მსოფლიოს მძღოლებისგან გაათავისუფლებდა: გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ელექტრომობილებში სრული ავტონომიურობის ფუნქციის დამატება დასრულდება 2019 წლის ბოლოსთვის, 2020 წლის ბოლოს კი, მისი თქმით, ფუნქცია იმდენად განვითარდება, რომ მძღოლი შეძლებს ძილს, სანამ ელექტრომობილი მას პარკირების ადგილამდე მიიყვანს. 

image.jpeg 

„ვფიქრობ, რომ სრული ავტონომიურობის ფუნქციის შემუშავებას მიმდინარე წელს დავასრულებთ. ვტომობილი შეძლებს გიპოვოთ პარკირებაზე, წაგიყვანოთ და მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე მართვაში ჩარევის გარეშე“ - განაცხადა მასკმა. „ამაში დარწმუნებული ვარ. ეს უდავოა“. 

დღესდღეობით, Tesla-ს მომხმარებლებს, რომლებიც თანახმანი არიან გადაიხადონ დამატებით 5 ათასი დოლარი, შეუძლიათ განბლოკონ ავტოპილოტის გაფართოებული ვერსია (Enhanced Autopilot) თავიანთ ელექტრომობილებში. ამ ტექნოლოგიის წყალობით მანქანა გადის გზაზე, მძღოლს სთავაზობს შეიცვალოს ან შეინარჩუნოს მოძრაობის ზოლი, ეხმარება ნავიგაციაში გზებისა და მოსახვევების კარნახით. ყოველ შემთხვევაში, ასეა მოცემული მძღოლებისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში. 

თუმცა Tesla-ს ელექტრომობილებს არ შეუძიათ იარონ სადაც სურთ - არ მოძაობენ სამუშაო გზებზე, პარკინგზე, ქალაქში. მასკი დიდი ხანია ამბობს, რომ ეს ერთხელაც აუცილებლად მოხდება. 2016 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გადაეხადათ ზედმეტად 3 ათასი დოლარი „სრული ავტონომიურობის“ ფუნქციისთვის, რომელიც დანაპირების მიხედვით ერთხელაც განიბლოკებოდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას. 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ გამოშვებულ ყველა ელექტრომობილს ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა ამ ფუნქციისთვის. 2017 წლის იანვარში მასკმა განაცხადა, რომ ამ ფუნქციის ელემენტების გამოშვება 3-6 თვეში დაიწყებოდა. ვერც ეს შესრულდა: მასკი გვპირდება - ინჟინრები ვერ ასწრებენ. 

თვითმართვადი რეჟიმის საკითხის გადახედვა მშვენიერი სიახლეა იმ მომხმარებლებისთვის, ვინც თვეობით ან წლობით ელოდა ფუნქციის გააქტიურებას. ასეა თუ ისე, მასკი ამბობს, რომ კომპანიას კიდევ ერთი წელიწადი დასჭირდება, რომ მისი კომპანიის ავტომობილები სრულიად ავტონომიური გახდეს. 

სანამ მასკი თამამ პროგნოზებს აკეთებს ავტონომიური ტექნოლოგიის შესახებ, Tesla-ს კონკურენტები სხვა მიმართულებით მიიწევენ და აცხრობენ თავიან პირვანდელ აგრესიულ მიზნებს: გასულ წელს Waymo-მ შეაჩერა ავტონომიური ტაქსების გამოშვების სერვისი და განაცხადა, რომ ავტონომიური მობილი ჯერჯერობით არ არის მზად ფართო პუბლიკაში გასასვლელად - საჭესთან აუცილებლად უნდა დარჩეს მძღოლი უსაფრთხოებისთვის. ეს ტექნოლოგია მეტად რთულია -  განაცხადა Waymo-ს აღმასრულებემა დირექტორმა.  

აგრეთვე, General Motors-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს გამოუშვებს საკუთარ ავტონომიურ ტაქსებს, თუმცა არ იცის ზუსტად როდის და სად. Uber-ის გეგმებიც იცვლება - კომპანია ცდილობს თავი გაიმართლოს შარშანდელ კატასტროფაზე, რომლის შედეგადაც არიზონაში მცხოვრები ქალი დაიღუპა.  კომპანიები - Nuro და Aurora თავიანთ ტექნოლოგიებზე სიფრთხილითა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე მუშაობენ.  

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.