Jump to content

ახალი ანგარიშის თანახმად, Stablecoin-ები გადამწყვეტ როლს ითამაშებს კრიპტოვალუტების დანერგვაში


Recommended Posts

image.jpeg

სტაბილური მონეტები (Stablecoin) გადამწყვეტ როლს ითამაშებს კრიპტო ტექნოლოგიების დანერგვაში - ნათქვამია კალიფორნიული stablecoin-სტარტაპის  Reserve-ის ანგარიშშ, რომელიც 20 თებერვალს გამოქვეყნდა. 

ანგარიშის სათაურია - „Stablecoin-ების მდგომარეობა 2019 წელს: ჰაიპი (Hype) რეალობის წინააღმდეგ სტაბილური, გლობალური ციფრული ფულის შეჯიბრში“. მოხსენება დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულ იქნა კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ების 40 კომპანიისგან. ანგარიშის ავტორია ჯორჯ სამანი (George Samman) - მრჩეველი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში. დოკუმენტის თანახმად, სამანს „დავალებული ჰქონდა გამოეკვლია Stablecoin-ის ლანდშაფტი, ვითარება, შემდეგ კი დამოუკიდებლად ეცნობებინა თავისი დასკვნები უფრო ფართო ინდუსტრისთვის“.  

ანალიზი წარმოდგენილია სფეროს მსხვილი მოთამაშეებით, მათ შორისაა Reserve, Arrington XRP Capital და Blocktower. 

კვლევაში გაანალიზებულია Stablecoin-ების ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც, ავტორის აზრით, ხელს შეუწყობს კრიპტო ტექნოლოგიის მასობრივ დანერგვას: 

„სხვადასხვა Stablecoin-ების, სტაბილური, მდგრადი ფასის კრიპტოვალუტების, აქტივებით უზრუნველყოფილი კრიპტოების და ა.შ განვითარება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ეს ეკონომიკა მიაღწევს მასობრივ დანერგვას“. 

გარდა ამისა, ავტორები თვლიან, რომ ჰიპერინფლაციის პირობებში არსებული განვითარებადი ქვეყნები, ისეთები როგორებიცაა ვენესუელა და ანგოლა, პირველები იქნებიან, ვინც მიიღებენ და დანერგავენ Stablecoin-ებს, მათ კი სხვები მიბაძავენ. Stablecoin-ს აქვს პოტენციალი - გახდეს მრავალმილიონიანი მოგების ბაზარი -  ნათქვამია ანგარიშში. 

მოხსნებაში აღნიშნულია იმ მსხვილი კომპანიების პოტენციური როლიც, რომლებიც მონაწილეობენ Stablecoin-ების დანერგვაში. ამგვარია მაგალითად Facebook-ი. გასული წლის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელების გიგანტი განიხილავს შესაძლებლობას - გამოუშვას საკუთარი Stablecoin- WhatsApp-ის მომხმარებელთათვის. 

რაც შეეხება Stablecoin-ების უახლოეს მომავალს, ავტორები თვლიან, რომ ამერიკული დოლარი გახდება  „ყველაზე ტოკენიზებული ლიკვიდური აქტივი კრიპტოვალუტების სივრცეში უახლოეს 12-24 თვეში“. 

მეორე მხრივ მოხსენებაში მოცემულია, რომ თუკი მასობრივად მიღებული Stablecoin-ები დოლარზე იქნება მიბმული, ამან შესაძლოა გაზარდოს fiat-ფულის საერთო მოცულობა და ამგვარად ხელი შეუწყოს ინფლაციასა და შემდგომ არასტაბილურობას. ანგარიშის თანახმად, სტაბილური ფასის მქონე მონეტები დიდი ალბათობით დამყარებული იქნება/უნდა იყოს სხვადასხვა სახის აქტივებზე. ავტორები აღწერენ მომავალი Stablecoin-ების იდეალურ მოდელს: 

„იდეალურ Stablecoin-ს უნდა შეეძლოს წინ აღუდგეს ბაზრის არასტაბილურობას, იყოს ხელმისაწვდომი ღირებულების დიაპაზონის ფარგლებში, ჰქონდეს ადვილად გასაგები სტაბილურობის პარამეტრები, ტრეიდერებისა და ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის ადვილი უნდა იყოს მასზე დაკვირვება“.  

მსხვილი კრიპტო-ენთუზიასტები ფსონს დებენ Stablecoin-ებზე - როგორც ნაკლებად არასტაბილურ და უფრო მეტად პროგნოზირებად ვალუტებზე, რომელთაც შეუძლია მიიპყრონ ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების ყურადღება. ტყუპი Winklevoss-ები, რომლებმაც საკუთარი, დოლარით გამყარებული Stablecoin-ი გამოუშვეს - the Gemini dollar (GUSD), თვლიან, რომ Stablecoin-ები და ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდები - ესა კრიპტოვალუტების მომავალი. 

შვეიცარიის Bitcoin-ის ასოციაციის (Bitcoin Association) გუნდის წევრმა Luzius Meisser-მა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ „Stablecoin-ები წინაპირობაა საშუალო დონის კომპანიებისთვის, რათა მათ თავიანთი თავი წარადგინონ ბლოკჩეინში“. 

გასულ კვირას ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტმა JPMorgan Chase-მაც განაცხადა, რომ მუშაობს საკუთარ Stablecoin-ზე, სახელად - JPM Coin, რომელიც გამყარებულია აშშ დოლარით. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.