Jump to content

მსოფლიოს 20 საუკეთესო სმარტფონი: Business Insider-ის რეიტინგი


Recommended Posts

 

ინტერნეტ-გამომცემლობა Business Insider-მა გამოაქვეყნა ამ დროისთვის არსებული, მისი აზრით საუკეთესო ოცი სმარტფონის რეიტინგი. როგორც ჩამონათვლის ავტორები აღნიშნავენ, სიაში უმეტესად 2018 წელს გამოსული სმარტფონებია შესული, რადგან 2019 წლის მთავარი სიახლეების პრემიერები ჯერ არ შემდგარა სიის შექმნისას. 

image.jpeg 

20. BlackBerry Key2 

BlackBerry Key2 ―  იგი ჩამონათვალიდან ერთ-ერთი უნიკალური სმარტფონია, რადგანაც ფიზიკური კლავიტურა გააჩნია. კლავიატურამ ეკრანის დიდი ნაწილი „მიითვისა“, ასე რომ იგი ძირითადად BlackBerry-ს ფანატებს მოეწონებათ, ჩვეულებრივი სმარტფონების მყიდველებს კი პირიქით - განსაკუთრებით მათ, ვისაც უჩარჩოო დიზაინი იზიდავს. 

image.jpeg 

19. Moto Z3 

Moto Z3 - მისი კორპუსი 6,8 მმ სისქისაა და აქვს Moto Mods-ის მხარდაჭერა - უკანა პანელზე დამატებული გაფართოების მოდულები. მათ შორის შესაძლებელია აირჩიოთ პროექტორი, დინამიკი, დამატებითი ბატარეა და ა.შ. აგრეთვე - 5G ადაპტერი. 

 image.jpeg 

18. Moto G6 

ამ მოდელს ყველაფერი აქვს, რაც მისი ფასის სეგმენტის სმარტფონს სჭირდება, ხოლო თუ ეს საკმარისი არაა, შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ შედარებით ძვირ მოდელზე - Moto G7. 

image.jpeg 

17. Apple iPhone 7 Plus 

iPhone 7 და 7 Plus  უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც  გაყიდვაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ Apple-მა მათი ფასი დაწია, ისევ არ დაუკარგავთ აქტუალურობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორი ის გახლავთ, რომ სმარტფონები იღებენ ყველა განახლებას მათზე ახალი მოდელების მსგავსად. 

image.jpeg 

16. Samsung Galaxy S8 და S8 Plus 

ეს ორი ექს-ფლაგმანი, როგორც Business Insider-ი წერს, უკვე აღარაა ისეთი მიმზიდველი, როგორც ადრე. მათ შემდეგ უკვე გამოვიდა S9 სერია, სულ მალე კი S10 გამოვა. ერთადერთი პლუსი მათთვის, ვინც 2019 წელს ამ მოდელებს შეიძენს, არის მათი შემცირებული ფასი. 

image.jpeg 

15. HTC U12+ 

სმარტფონს სარკესავით პრიალა და არასტანდარტული ფერის უკანა პანელი აქვს. მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ორი ხარისხიანი კამერა  და ტექნოლოგია Edge Sense 2. 

image.jpeg 

14. Razer Phone 2 

აპარატული პლატფმის კუთხით Razer Phone 2 დიდად არ გამოირჩევა 2018 წლის სხვა ფლაგმანებისგან: Qualcomm Snapdragon 845, 8 გბ ოპერატიული და 64 გბ ფლეშ-მეხსიერება. გეიმინგ-სმარტფონის სახელი მან დაიმსახურა 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. მას აგრეთვე უჩვეულო კუთხოვანი დიზანი აქვს და უკანა პანელზე - მანათობელი ლოგოტიპი. 

image.jpeg 

13. LG G7 

LG Electronics-ი დიდად ფეხს ვერ უწყობს სმარტფონების ბაზარს, თუმცა  Business Insider-ის აზრით, G7 თავისი კლასის საუკეთესო წარმომადგენელია. მას ფლაგმანისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს - წარმადობა, კარგი კამერა, უსადენო დატენვის მხარდაჭერა და წყლისგან დაცვა. გარდა ამისა, მას 3,5 მმ-იანი აუდიოკონექტორი აქვს, რაც ბოლო დროს იშვიათობა გახდა პრემიუმ-კლასის მოწყობილობებში. 

 

12. Apple iPhone 8 

მერვე iPhone-ს აქვს დიზაინი, რომელიც არ შეცვლილა iPhone 6-ის შემდეგ. თუმცა იგი წარმოდგენილია მინის უკანა პანელით, უსადენო და სწრაფი დატენვის რეჟიმით, გაუმჯობესებული კამერითა და აპარატული პლატფორმით - A11. 

 

11. Huawei Mate 20 Pro 

Mate 20 Pro  იგი ამ დროისთვის Huawei-ს უკანასკნელი ფლაგმანია. მის შემადგენლობაშია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პროცესორი Kirin 980 და სამი უკანა კამერა - Leica, რომელიც DxOMark-ის რეიტინგის სათავეშია. 

 

10. Samsung Galaxy S9 

Galaxy S სერიის ჯერჯერობით უკანასკნელი წარმომადგენელი, სანამ S10 დაანონსდება. Business Insider-ი ამ მოდელს ახასიათებს საუკეთესო მახასიათებლების მქონედ: არსებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო დისპლეი, მიმზიდველი დიზაინი, უსადენო დატენვის მხარდაჭერა და წყლისგან დაცვა. 

 

9. Apple iPhone 8 Plus 

მიუხედავად „ძველებური“ ვიზუალისა, მას ბევრი თვისება აქვს ნასესხები iPhone X-ისგან, მაგალითად, პროცესორი, უსადენო და სწრაფი დატენვა, მინის კორპუსი. 

 

8. Samsung Galaxy S9 Plus 

ორი უკანა კამერა, ორმაგი ოპტიკური ზუმი და დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება ამ მოდიფიკაციას საშუალებას აძლევს დაიკავოს რეიტინგში ერთ-ერთი ზედა რანგი. 

 

7. Apple iPhone X 

Xs მოდელი გამოსვლის მიუხედავად iPhone X მაინც იყიდება. თავის დროზე იგი Apple-ის პირველი უჩარჩოო დიზაინის მქონე სმარტფონი გახდა, AMOLED-ეკრნითა და მასზე ჭრილით. ამ სმარტფონის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანია მინის კორპუსი და ქირურგიული ფოლადის ჩარჩოები, აგრეთვე უსადენო/სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. 

 

6. LG V40 

V40 სმარტფონი ბევრად აღემატება G7 მოდელს, რადგანაც მას აქვს სამი კამერა სტანდარტული, ფართოკუთხიანი და შორეულფოკუსიანი ოპტიკით, აგრეთვე მაღალხარისხიანი აუდიო ქვესისტემა. 

 

5. Apple iPhone XS და iPhone XS Max 

ეს მოდელები დღესდღეობით Apple-ის სმარტფონებში არსებულ საუკეთესო მახასიათებლებს ფლობენ. თუმცა უფრო ზედა პოზიციაზე Business Insider-მა ისინი არ მოათავსა მათი ფასის გამო: ეს მოდელები Apple-ის ყველაზე ძირადღირებული სმარტფონებია. 

 

4. Samsung Galaxy Note 9 

რეიტინგის ავტორი თვლის, რომ Galaxy Note 9 საუკეთესო Android-სმარტფონია, რაც კი ოდესმე Samsung-ს გამოუშვია. მას აქვს 6,4-დუიმიანი დისპლეი, S Pen სტილუსი და მაღალი წარმადობის შიდა კომპონენტები. თუმცა iPhone XS სერიის მსგავსად უფრო ზედა პოზიციაზე მოხვედრაში მასაც მაღალმა ფასმა შეუშალა ხელი. 

 

3. Google Pixel 3 და Pixel 3 XL 

Google-ის სმარტფონებს „ბრინჯაო“ ერგოთ Business Insider-ისგან საუკეთესო უკანა კამერების, ორმაგი სელფი-მოდულისა და Android-ის „სუფთა“ ვერსიის გათვალისწინებით. 

 

2. Apple iPhone XR 

კომპრომისული ვარიანტი მათთვის, ვისთვისაც XS და XS Max მოდელები ძვირი სიამოვნებაა. iPhone XR-ს მათი მსგავსი დიზაინი აქვს და ასევე აწყობილია ჩიპსეტ A12 Bionic-ის ბაზაზე. დისპლეის ჩარჩოები მას უფრო მსხვილი აქვს, თავად დისპლეი კი LCD-ია და არა OLED, ორი უკანა კამერის ნაცვლად კი ოდინარული ძირითადი ფოტომოდულია გამოყენებული. ფასის მხრივ კი XR-ის საბაზისო მოდიფიკაციის ფასი თითქმის სამჯერ ნაკლებია XS-მოდელის ფასზე. 

 

1. OnePlus 6T 

ამ სმარტფონმა კონკურენტების სმარტფონები უკან ჩამოიტოვა რეიტინგში იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ფუნქციები მასში ხარისხიანადაა რეალიზებული შედარებით ნაკლებ ფასად. იგი სწრაფად მუშაობს და იტენება, აქვს ავტონომიური მუშაობის დიდი ხანგრძლივობა, თანამედროვე დიზაინი და ა.შ 

 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.