Jump to content

LG G8-ს ექნება ვიბრირებადი OLED-ეკრანი, რომელიც დინამიკის ფუნქციასაც შეასრულებს


Recommended Posts

LG ავრცელებს წინასწარ დეტალებს თავის მომავალი ფლაგმანის - G8 ThinQ სმარტფონის შესახებ. ამჯერად ცნობები ეხება სმარტფონის აუდიოშესაძლებლობებს. ახალ მოწყობილობაში გამოყენებული იქნება ბრენდი Crystal Sound OLED, რომელიც LG-მ უკვე გამოიყენა თავის რამოდენიმე ტელევიზორში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დისპლეი ვიბრირებადი იქნება და შეასრულებს დინამიკის ფუნქციას. 

image.jpeg 

როგორც დასტურდება, G8 ThinQ იქნება პირველი ფლაგმანური სმარტფონი G სერიაში, რომელშიც არ იქნება გამოყენებული თხევადკრისტალური (LCD) დისპლეი. G8 მოდელს აქვს ჩვეულებრივი დინამიკი ქვედა ნაწილში, რომელიც განკუთვნილია ხმამაღალი კავშირისთვის და კომპანია აცხადებს, რომ მას შეუძლია იმუშაოს ეკრანის ზედა ნაწილთან კავშირში ორარხიანი სტერეოხმის უზრუნველყოფისთვის. 

სმარტფონს ექნება საფირმო 4-ბირთვიანი ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი (quad DAC), რომელიც ამ დრომდე გამოყენებული იყო კორეული კომპანიის სხვა მოწყობილობებშიც. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული ყურსასმენების კონექტორის გარდა სმარტფონს ასევე ექნება დინამიკის ფუნქცია Boombox - დაბალი ბასისთვის. 

image.jpeg 

LG-მ დაადასტურა, რომ G8 ThinQ სმარტფონს ექნება ფრონტალური 3D კამერა სენსორით - Time of Flight. აგრეთვე, გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად კომპანია აპირებს წარმოადგინოს აქსესუარი, რომელიც სმარტფონს მეორე ეკრანის ფუნქციას მიანიჭებს. სმარტფონის სრულფასოვანი წარდგენა მოხდება მიმდინარე თვის ბოლოს გამოფენაზე - Mobile World Congress. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.