Magdalena Posted February 15, 2019 Share Posted February 15, 2019 LG ავრცელებს წინასწარ დეტალებს თავისი მომავალი ფლაგმანის - G8 ThinQ სმარტფონის შესახებ. ამჯერად ცნობები ეხება სმარტფონის აუდიოშესაძლებლობებს. ახალ მოწყობილობაში გამოყენებული იქნება ბრენდი Crystal Sound OLED, რომელიც LG-მ უკვე გამოიყენა თავის რამოდენიმე ტელევიზორში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დისპლეი ვიბრირებადი იქნება და შეასრულებს დინამიკის ფუნქციას. როგორც დასტურდება, G8 ThinQ იქნება პირველი ფლაგმანური სმარტფონი G სერიაში, რომელშიც არ იქნება გამოყენებული თხევადკრისტალური (LCD) დისპლეი. G8 მოდელს აქვს ჩვეულებრივი დინამიკი ქვედა ნაწილში, რომელიც განკუთვნილია ხმამაღალი კავშირისთვის და კომპანია აცხადებს, რომ მას შეუძლია იმუშაოს ეკრანის ზედა ნაწილთან კავშირში ორარხიანი სტერეოხმის უზრუნველყოფისთვის. სმარტფონს ექნება საფირმო 4-ბირთვიანი ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი (quad DAC), რომელიც ამ დრომდე გამოყენებული იყო კორეული კომპანიის სხვა მოწყობილობებშიც. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული ყურსასმენების კონექტორის გარდა სმარტფონს ასევე ექნება დინამიკის ფუნქცია Boombox - დაბალი ბასისთვის. LG-მ დაადასტურა, რომ G8 ThinQ სმარტფონს ექნება ფრონტალური 3D კამერა სენსორით - Time of Flight. აგრეთვე, გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად კომპანია აპირებს წარმოადგინოს აქსესუარი, რომელიც სმარტფონს მეორე ეკრანის ფუნქციას მიანიჭებს. სმარტფონის სრულფასოვანი წარდგენა მოხდება მიმდინარე თვის ბოლოს გამოფენაზე - Mobile World Congress. https://3dnews.ru/982777 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.