Magdalena Posted February 13, 2019 Share Posted February 13, 2019 ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ჩატარდა 5G ქსელზე მომუშავე უპილოტო სამგზავრო ავტობუსების გამოცდა - იტყობინება China Daily. უპილოტო ავტობუსი შეიქმნა კომპანიების - China Mobile-ის, Huawei-ს, EasyMile-ისა და ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევით. იგი ჯერჯერობით გათვლილია მხოლოდ 12 მგზავრზე. ავტობუსს შეუძლია გადაადგილდეს 20 კმ/სთ სიჩქარით ჩინეთის საზოგადოებრივ გზებზე. ახალი ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, არც მიზეზები - თუ რატომ გადაწყვიტეს მწარმოებლებმა 5G ავტობუსების წარმოება. დღესდღეობით მსოფლიოში რამოდენიმე ათეული კომპანიაა, რომლებიც უპილოტო ტრანსპორტზე მუშაობენ - როგორც წესი, ისინი კავშირის ჩვეულებრივ სისტემებს იყენებენ ლიდარებითა (Light Identification Detection) და საოპერატორო ცენტრებით. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს 2022 წლისთვის პეკინის ცენტრი დაფაროს რიგგარეშე გზებით. აგრეთვე, 2022 წლის ოლიმპიადაში მონაწილე ყველა აეროპორტი და ინფრასტრუქტურული კომპლექსი კავშირში იქნება 5G ქსელთან. მცირე ხნის წინ Verizon-მა დაიწყო 5G ქსელის ტესტირება. ქსელი გამოჩნდა ლოს-ანჯელესის, ჰიუსტონის, საკრამენტოსა და ინდიანაპოლისის რამოდენიმე რაიონში. Verizon-ის აბონენტები პირველი სამი თვის განმავლობაში ისარგებლებენ 5G ქსელით უფასოდ, შემდეგ კი მათ თვეში 70 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ YouTube TV-ის სამი თვით, აგრეთვე Apple TV 4K მედიაფლეიერს ან Google Chromecast Ultra-ს. ექსპერტების აზრით 5G ქსელი ბიძგი იქნება ინტერნეტ-ნივთების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის: დიდი რაოდენობის მოწყობილობების გამოსაყენებლად, რომლებიც მონაცემთა გადაცემას ახდენენ, აუცილებელია გაზრდილი სიჩქარე. ამჟამად არსებული ქსელები ამ ამოცანას ტექნიკურად ვერ უმკლავდება. https://hightech.fm/2019/02/08/china-5g-bus Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.