Jump to content

ჩინეთში ჩატარდა მსოფლიოში პირველი უპილოტო 5G-ავტობუსის გამოცდა


Recommended Posts

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ჩატარდა 5G ქსელზე მომუშავე უპილოტო სამგზავრო ავტობუსების გამოცდა - იტყობინება China Daily. 

უპილოტო ავტობუსი შეიქმნა კომპანიების - China Mobile-ის, Huawei-ს, EasyMile-ისა და ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევით. იგი ჯერჯერობით გათვლილია მხოლოდ 12 მგზავრზე. ავტობუსს შეუძლია გადაადგილდეს 20 კმ/სთ სიჩქარით ჩინეთის საზოგადოებრივ გზებზე. 

ახალი ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, არც მიზეზები - თუ რატომ გადაწყვიტეს მწარმოებლებმა 5G ავტობუსების წარმოება. დღესდღეობით მსოფლიოში რამოდენიმე ათეული კომპანიაა, რომლებიც უპილოტო ტრანსპორტზე მუშაობენ - როგორც წესი, ისინი კავშირის ჩვეულებრივ სისტემებს იყენებენ ლიდარებითა (Light Identification Detection) და საოპერატორო ცენტრებით. 

image.jpeg

 

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს 2022 წლისთვის პეკინის ცენტრი დაფაროს რიგგარეშე გზებით. აგრეთვე, 2022 წლის ოლიმპიადაში მონაწილე ყველა აეროპორტი და ინფრასტრუქტურული კომპლექსი კავშირში იქნება 5G ქსელთან. 

მცირე ხნის წინ Verizon-მა დაიწყო 5G ქსელის ტესტირება. ქსელი გამოჩნდა ლოს-ანჯელესის, ჰიუსტონის, საკრამენტოსა და ინდიანაპოლისის რამოდენიმე რაიონში. Verizon-ის აბონენტები პირველი სამი თვის განმავლობაში ისარგებლებენ 5G ქსელით უფასოდ, შემდეგ კი მათ თვეში 70 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ YouTube TV-ის სამი თვით, აგრეთვე Apple TV 4K მედიაფლეიერს ან Google Chromecast Ultra-ს. 

ექსპერტების აზრით 5G ქსელი ბიძგი იქნება ინტერნეტ-ნივთების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის: დიდი  რაოდენობის მოწყობილობების გამოსაყენებლად, რომლებიც მონაცემთა გადაცემას ახდენენ, აუცილებელია გაზრდილი სიჩქარე. ამჟამად არსებული ქსელები ამ ამოცანას ტექნიკურად ვერ უმკლავდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.