Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კომპანიის შიდა კონფერენციაზე Adobe-ის მთავარმა ტექნოლოგმა, Abhay Parasnis-მა გააკეთა მინიშნება, რომ კომპანიას სურს საკუთარი აპარატული უზრუნველყოფის შექმნა თავისი პროგრამული პროდუქტების ასაჩქარებლად. დღესდღეობით ყველა კომპანია ქმნის საკუთარ ამაჩქარებლებს - განაცხადა Abhay-მ. მათ შორისაა Apple, Google, Samsung-ი და Amazon-ი. ათწლეულების ტრადიცია, რომლის თანახმადაც კომპანიები Intel-ს ან პროცესორების მწარმოებელ სხვა კომპანიებს ეყრდნობოდნენ - ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ეს პროცესი განსაკუთრებით მნშვნელოვანია მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქაში. პლატფორმა Adobe Sensei-ს, მაგალითად, უკვე აქვს ღრმა სწავლების ასობით მოდელი. იგი საშუალებას იძლევა საჭირო ადგილებში სწრაფად დამუშავდეს გამოსახულება, თუმცა შესაძლებელია მისი კიდევ უფრო აჩქარება. 

გასაგები მიზეზების გამო Adobe-ს არ შეუძლია შექმნას ამაჩქარებელი პლატფორმა х86-ზე. მისი ალტერნატივა არც ისე ბევრია და მათგან უმთავრესია - გახდეს ARM-ლიცენზირებული. ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მოლაპარაკება წარმოების დაწყებაზე, თუმცა ლოგოტიპი ARM Inside მთელი კონფერენციის განმავლობაში დემონსტრირებდა ლოგოტიპის - “Intel Inside”-ის თავზე. ეს სიახლე იმაზეც მიუთითებს, რომ Adobe გადის პერსონალური კომპიუტერების საზღვრებს გარეთ. კომპანია დაინტერესებას გამოხატავს ორი ახალი მიმართულებისკენ - ესენია: პროდუქტების მართვა ხმოვანი ბრძანებებით და ვირტუალური და შერეული რეალობის სისტემები. 

  • Like 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.