Jump to content
Magdalena

Google-მა შექმნა ბაზა სინთეზირებული საუბრების ჩანაწერებით

Recommended Posts

კომპანიის ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Google-მა შექმნა ბაზა ათასობით სინთეზირებული საუბრების ჩანაწერებით. მგვრად, სპეციალისტები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ საკითხს - სისტემამ შეძლოს და წარმართოს საუბარი, რომელიც არაფრით იქნება განსხვავებული ადამიანის საუბრისგან. 

image.jpeg

 

საუბრის სინთეზი საჭიროა ბეჭდური ტექსტიდან სასაუბრო სიგნალების ფორმირებისთვის, თანაც არ არის აუცილებელი - ადამიანმა, რომელიც სისტემისთვის საკუთარი ხმის აწერას ახორციელებს  - ფრაზები დასრულებულად წარმოთქვას. საბოლოო მოდელის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია მონაცემთა რეპრეზენტატორული შერჩევა, შემდეგ კი სისტემა თავად განსაზღვრავს, რა სჭირდება სინთეზირებისთვის. 

თუკი ხარისხიანი სინთეზი ბოროტმოქმედების ხელში მოხვდება, ისინი შეძლებენ სხვისი ხმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. ასე რომ არ მოხდეს, Google-ის ექსპერტებმა ბაზა გამოაქვეყნეს რამოდენიმე ათასი გაზეთის ნაწილებით. კითხვისთვის გამოყენებულ იქნა 68 სხვადასხვა სინთეზირებული ხმა. მონაცემთა ბაზა ჯერჯერობით მხოლოდ კონკურს Automatic Speaker Verification-ის მონაწილეებისთვისაა ხელმისაწვდომი. ისინი დაკავებულნი არიან იმგვარი სისტემის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს გაარჩიონ სინთეზირებული ხმა რეალურისგან. 

ორი წლის წინ მონრეალში არსებულმა კომპანია Lyrebird-მა შექმნა სასაუბრო სინთეზატორი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე. სისტემას შეეძლო გამოეცა ნებისმიერი ხმა. ხმის მიბაძვისთვის სისტემისთვის საკმარისია შესაბამისი პირის ხმის რამდენიმეწამიანი აუდიოჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შეიქმნება  ხმოვანი ფრაგმენტი. ხმის ზუსტი იმიტაცია შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ნეირონული ქსელების გამოყენებით, რომლებიც იმავე პრინციპებით მუშაობენ, როგორც ადამიანის ტვინის ნეირონული ქსელები. ხელოვნური ინტელექტი სწავლობს ადამიანის საუბრის განსაკუთრებული მახასიათებლების აღქმას, შემდეგ კი ეს მონაცემები გამოიყენება ხელოვნური ხმის სინთეზირებისთვის.  

სისტემას ნაკლოვანებაც გააჩნია: არსებობს საუბრის გარჩევადობის პრობლემები, „ხმოვანი არტეფაქტები“ და სხვა ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ სიტყვებს მანქანა წარმოთქვამს. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...