Jump to content
სისტემაში შესვლისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ ელ. ფოსტა (Display Name-ის ნაცვლად) ×

რატომ არ შეუძლია Apple-ს, კომპიუტერები აშშ-ში აწარმოოს


Magdalena

Recommended Posts

image.png

ნებისმიერი, ვინც იცის, როგორ იქმნება iPhone და Mac, ხვდება, რომ საფუძველს მოკლებულია პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები - Apple-ის წარმოება რომ აშშ-ს ფარგლებში უნდა დაბრუნდეს. The New York Times-ს ანეკდოტად შეუძლია გადმოგცეთ, თუ რა უშლის ხელს Apple-ს Mac Pro-ს საკუთარ ქვეყანაში წარმოებაში. 

აი ვითარების არსიც: 

„როდესაც Apple-მა დაიწყო 3 ათასდოლარიანი კომპიუტერების წარმოება ოსტინში, ტეხასში, მას გაუჭირდა საკმარისი ჭანჭიკების მოძიება... ჩინეთში Apple ემყარებოდა ქარხანას, სადაც დიდი რაოდენობით ანჭიკები იწარმოებოდა უმოკლეს ვადაში. ტეხასში კი აღმჩნდა, რომ ჭანჭიკების მომწოდებლები არ არსებობდნენ. 

რამოდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ Apple-მა ჭანჭიკები ჩინეთში შეუკვეთა, სადაც შეუძლიათ აწარმოონ დაუჯერებელი რაოდენობის სამომხმარებლო დეტალები მეტად მოკლე პერიოდში. 

საბოლოოდ Apple-მა იპოვა მომწოდებელი ტეხასში, რომელსაც შეეძო 28 ათასი საჭირო დეტალის წარმოება, თუმცა NYT-ის ინფორმაციით, ეს დეტალები არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა და არც საკმარისი რაოდენობის გახლდათ. მათი მიწოდება განხორციელდა 22 რეისად და უმეტესად წარმოების მფლობელის ლექსუსით. 

როგორც The New York Times აცხადებს, არც ერთ ქვეყანას და მათ შორის არც აშშ-ს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჩინური მიწოდების ჯაჭვის ზომას, კვალიფიციური მუშახელის უზარმაზარ მასშტაბებს, ინფრასტრუქტურას, რომელსაც სწრაფად შეუძლია სიტუაციის შეცვლა, ასევე მეტად იაფ შრომით რესურსს. ბედის ირონიით, სწორედ ტიმ კუკმა თავისი მთავარი საოპერაციო დირექტორობის დროს შეუწყო ხელი ინდუსტრიის გლობალურ გადატანას უცხოურ წარმოებაში დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც iPod-ის აწყობა Foxconn-ს გადასცა. 

NYT-ის სტატია ითვლება სახელმძღვანელოდ, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს პრეზიდენტის ჩათვლით. იგი ამავე დროს აღწერს 2013 წლის Mac Pro-სთან დაკავშირებული წარუმატებლობის კონტექსტს. 

https://www.theverge.com/2019/1/28/18200330/why-apple-cant-made-in-america

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...