Jump to content

სინთეტიკური ბურგერი Impossible Foods-ისგან


Recommended Posts

კომპანია Impossible Foods-მა წარადგინა სიახლე საკვები ინდუსტრიიდან, უფრო სწორად კი - ბიოქიმიის სფეროდან. გამოფენაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ახალი ტიპის ვეგანური ბურგერით, რომელში არსებული სინთეტიკური ხორცი თითქმის არაფრით განსხვავდება ნამდვილი ხორცისგან, ყოველ შემთხვევაში ამას აცხადებენ ისინი, ვინც გასინჯა. 

image.jpeg 

კომპანიის მიერ წარმოებული ბურგერის პირველ ვერსიაში ხორცის ნაცვლად გამოყენებული იყო ნივთიერება „გემ“. იგი იმიტირებდა ცხოველური ცილის შეფერილობასა და გემოს, რომელიც ემატება ფარშს სანელებლებთან ერთად. თერმული დამუშავების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად, მისი ნამდვილი ხორცისგან გარჩევა რთულია. ვეგანებში სიახლემ აღფრთოვანება გამოიწვია, თუმცა ნამდვილი ხორცის მოყვარულებისთვის მისი გემო მეტად „ხელოვნური“ აღმოჩნდა. გარდა ამისა, სინთეტიკური ხორცის გამოყენება მოუხერხებელია სხვადასხვა კერძში, თანაც იგი შედარებით მშრალია. 

image.jpeg 

image.jpeg 

ამჯერად წარდგენილმა მეორე ვერსიის ბურგერმა კი ნამდვილი ფურორი მოახდინა მნახველებს შორის, აღნიშნავენ პორტალ Engadget-ის ჟურნალისტები. ახალ ბურგერში სინთეტიკური ხორცის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია ხორბლის გლუტენი და მან სოიოს ცილა ჩაანაცვლა. მისი წყალობით არსებითად შეიცვალა „ხორცის“ სტრუქტურა თერმული დამუშავების შემდეგ. ახლა იგი უფრო მყარია და მეტად ჰგავს ნამდვილს. ამას გარდა, „შეუძლებელი ბურგერის“ კოტლეტი შეიცავს 14 გრამ ცხიმს, მასში იმდენივე რკინა და ცილებია, რამდენიც ანალოგიური ზომის ჩვეულებრივ კოტლეტში. ფასიც დაახლოებით იგივეა, კალორიულობა კი - 100 გრამ პროდუქტზე 240 კალორია. კონსისტენციის შეცვლის შედეგად სინთეტიკური ფარშის გამოყენება სხვადასხვა სახის კერძებშია შესაძლებელი.  

image.jpeg 

ბურგერის გემო ნამდვილ გურმანს ვერ მოატყუებს. პროფესიონალებმა, რომელთაც „შეუძლებელი ბურგერი“ დააგემოვნეს, მაინც შეძლეს განსხვავების შემჩნევა. საერთო ჯამში კი ბურგერმა მოწონება დაიმსახურა. 

image.jpeg 

ლას-ვეგასში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში არსებულმა ოცმა ვეგანურმა საკვებმა ობიექტმა უკვე გააფორმა კონტრაქტები სინთეტიკური ხორცის მიწოდებასთან დაკავშირებით. 2019 წლის ბოლოს „შეუძლებელი ბურგერები“ უკვე თავისუფლად გაიყიდება მთელ აშშ-ში. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Image result for picanha

აბა სინთეთიკური ხორცი ამას შეედრება? :( 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.