Jump to content

ხელოვნური ინტელექტი შექმნის უფრო უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე გაანადგურებს


Recommended Posts

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაშ ხელოვნური  ინტელექტი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ახლა უკვე თვე არ გავა, რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ რომ არ გახდეს ცნობილი. სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა საუბრის თარგმანი, სამედიცინო დიაგნოსტიკა და თამაშები - კომპიუტერები სულ უფრო მეტად აღემატებიან ადამიანებს. ზუსტად ასევე უფრო და უფრო ხშირად ისმის საუბრები, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა დასაქმებულობაზე. ზოგიერთი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად ადამიანებს სულ უფრო ნაკლები ადგილი დარჩებათ სამუშაოდ, შესაბამისად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა და ხალხი ვეღარ გაუწევს კონკურენციას მანქანებს. 

image.jpeg 

ხელოვნური ინტელექტი უდიდესი მამოძრავებელი სამუშაო ძალა იქნება, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ერთი მხრივ, შესაძლებელია მათი გამართლება, ვინც პროგნოზირებს სამუშაო ადგილების მასობრივ დაკარგვას ხელოვნური ინტელექტის გააქტიურების გამო. მეტად მარტივია იმის წარმოდგენა, რომ უკვე არსებული სამუშაო ადგილები შეიცვლება ახალი ტექნოლოგიების გავლენით. ამასთან, რთულია წარმოვიდგინოთ, რა ტიპის ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს ახალი ტექნოლოგია. 

თუ კარგად დავფიქრდებით, რადიკალური ტექნოლოგიური მიღწევები სულაც არ წარმოადგენს ახალ მოვლენას. ტექნოლოგიები უწყვეტად ვითარდებოდა 250 წლის განმავლობაში. აშშ-ში ამის პარალელურად უმუშევრობის დონე რჩებოდა 5-10 %-ს შორის იმ დროსაც კი,  როდესაც მსოფლიოს ევლინებოდა იმგვარი რადიკალური ახალი ტექნოლოგიები, როგორებიცაა ორთქლის ენერგია და ელექტროობა.  

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ინტერნეტიც. წარმოვიდგინოთ, რომ დავბრუნდით 25 წლით უკან -  ვებ-ბრაუზერი Mosaic სულ ახალი გამოსულია და ფრაზა „ინტერნერტ-სერფინგიც“ არსებობის სულ რამოდენიმე თვეს ითვლის. 

იმ დროს რომ ვინმეს თქვენთვის ეკითხა, რა შედეგს გამოიღებდა რამოდენიმე მილიარდი კომპიუტერის გაერთიანება გიგანტურ ქსელში საერთო პროტოკოლის მიხედვით, შესაძოა გეფიქრათ, რომ ეს ტექნოლოგია უარყოფითად იმოქმედებდა სამუშაო ადგილებზე: გაგზავნიდით ელექტრონულ წერილებს და ნაკლებ გაზეთს წაიკითხავდით, ან შესაძლოა გეფიქრათ, რომ ტუროპერატორები და მაკლერები უმუშევრები დარჩებოდნენ. სულ მარტივად შეიძლებოდა აგეთვალათ, რომ ინტერნეტი ანადგურებს სამუშაო ადგილებს. 

თუმცა დღესდღეობით ვიცით, რა მოხდა რეალურად. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ცვლილებები მოულოდნელი იყო. გაჩნდა ტრილიონობით დოლარის ღირებულების ათასობით ახალი კომპანია. ადამიანებმა გააუმჯობესეს პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ამ ტექნოლოგიას ეხებოდა. გაჩნდა მრავალი ახალი პროფესია - დაწყებული ვებ-დიზაინერობიდან ონლაინ-მარკეტოლოგობით დამთავრებული. ბიზნესის ხარჯები მკვეთრად შემცირდა, კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის ფასი კი პრაქტიკულად მინიმუმადე დავიდა. ინფორმაციის უზარმაზარი საცავები ფართოდ ხელმისაწვდომია მთელ მსოიოში.  

თუმცა დიახ, ჩვენ ახლა ვწერთ ნაკლებ წერილს ქაღალდზე და ვკითხულობთ ნაკლებ გაზეთს. 

ხელოვნური ინტელექტის განვითარება 

და აი, გაჩნდა ახალი ტექნოლოგია: ხელოვნური ინტელექტი და კვლავ ისმის ძველი „სიმღერა“ – „ის სამუშაო ადგილებს წაგვართმევს“. 

მოდით, მაგალითად ავიღოთ ჩვეულებრივი ბანკომატი. იგი სავსებით შეესაბამება აღნიშნულ საკითხს, თუმცა რეალურად დღესდღეობით ბანკის მოხელეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ბანკომატები. ეს როგორ მოხდა? ყველაფერი მარტივია: ბანკომატებმა შეამცირეს საბანკო დაწესებულებების გახსნისთვის საჭირო ხარჯები, ბანკებმა კი გახსნეს დამატებითი განყოფილებები და დასაქმდა უფრო მეტი ადამიანი. 

ანალოგიურად, ხელოვნური ინტელექტი შექმნის მილიონობით სამუშაო ადგილს, რაც გადააჭარბებს ჩვენს წარმოდგენებს. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი გახდება თარგმნის ექსპერტი და ამასთან ერთად გაიზრდება მოთხოვნილება ადამიან-თარჯიმნებზე. ეს როგორ? თუკი თარგმანის ფასი მინიმუმამდე დავა, შემცირდება მათ ბიზნესის მართვაც, ვინც სხვა ენებზე საუბრობს. ამრიგად, ჩვენ გავაფართოვებთ ბიზნესს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შევქმნით უფრო მეტ ადგილს ადამიანი-თარჯიმნებისთვის: ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეასრულოს მარტივი საქმე, ნიუანსებში კი ადამიანებია საჭირო. 

ამასთან, ხელოვნური ინტელექტის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფად გაზრდის იმ პროფესიათა სამუშაო ადგილებს, რომლებიც მის მიერ ჩანაცვლებადად გვესახება: ამგვარი პროფესიებია ბუღალტერია, სამედიცინო მედ-ექსპერტი, გეოლოგი, ტექნიკური თარჯიმანი, ვებ-მომუშავე, მედდა და ა.შ. ამ სფეროებში ახალი ადგილები გაჩნდება სწორედ ხელოვნური ინტელექტის წყალობით. 

თუმცა, როგორც ინტერნეტის შემთხვევაში მოხდა, რეალური სამუშაო ადგილებ გაჩნდება იქ, სადაც ჩვენი წარმოდგენა ჯერჯერობით ვერ წვდება. 

ელექტროენერგიამ, როგორც მექანიკურმა ძალამ, შეცვალა სამყარო. დღეს დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რომ ამ ტექნოლოგიის გარეშე უკეთ ვიქნებოდით. ყველა ტექნოლოგიამ გააუმჯობესა კაცობრიობის ცხოვრება, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ახალი პროფესიები. ხელოვნური ინტელექტი კი უფრო დიდი რამ იქნება, ვიდრე ელექტროენერგია, მექანიზაცია და საერთოდ ყველაფერი, რაც აქამდე არსებულა. 

სწორედ ასეა მოწყობილი თავისუფალი ეკონომიკა და ამიტომ არასდროს გაქრება სამუშაო ადგილები ავტომატიზაციის გავლენით. მსოფლიოში ყოველთვის იქნება იმდენივე სამუშაო დგილი, რამდენიც იქნება მყიდველი და გამყიდველი. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.