Jump to content

Google-ს სურს, შეგამოწმოთ ფიშინგურ ელექტრონულ წერილებზე


Magdalena

Recommended Posts

image.png

Google-ის ქვეგანყოფილებამ, Jigsaw- გამოაქვეყნა ტესტი, რომლითაც მოწმდება მომხმარებლის უნარი - გამოავლინოს ფიშინგური ელექტრონული წერილები. ტესტი წარმოგიდგენთ რილების სერიას, რათა გაარკვიოს, შეგიძიათ თუ არა ამოიცნოთ რეალური ფიშინგის ნიშნები. 

ფიშინგი კიბერშეტევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა“ - წერს Jigsaw თავის ბლოგში. „დღეს გაგზავნილ წერილთა 1 პროცენტი ფიშინგის მცდელობას წარმოადგენს“. როგორც ცნობილია, ტესტი დაფუძნებულია Jigsaw- გამოცდილებასა და სწავლებაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „10 ათასმა ჟურნალისტმა, აქტივისტმა და პოლიტიკურმა ლიდერმა“. 

საერთო ჯამში, წარმოდგენილია რვა ნიმუში, რომელთა საშუალებითაც Google ახდენს ტესტირებას. მათი ნაწილი ჩვეულებრივი წერილებია, ნაწილი კი ფიშინგური თაღლითობის შემცველი. ზოგიერთი ნიმუში დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, ისეთებზე, როგორიც იყო ფიშინგის მასობრივი მცდელობა, რომელმაც 2017 წელს Google Doc-ის მომხმარებლები დააზარალა. ზოგი კი იმ წერილის მსგავსია, როგორსაც რუსი ჰაკერები გზავნიდნენ 2016 წელს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას. 

თითოეული ელექტრონული წერილის შემდგომ Google მომხმარებლებს უხსნის, თუ როგორ უნდა ამოიცნონ საგანგაშო ნიშნები. კიბერდამნაშავეები ხშირად ცდილობენ გაგზავნონ ელექტრონული წერილები URL-მისამართებით, რომლებიც შეიცავს კომპანიების სახელწოდებებს, მაგალითად Google ან Dropbox. მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც წერილობითი გზავნილები უფრო დამაბნეველია. 

Jigsaw - ეს არის Google-ის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკურ სივრცეში ვრცელი გეოპოლიტიკური პრობლემების მოგვარებას მიკროსაიტებისა და პროგრამული პროექტების საშუალებით. ამ დრომდე ჯგუფმა უკვე შექმნა ტროლების აღმომჩენი პროგრამული უზრუნველყოფა - ინსტრუმენტი ღია კოდით, რათა დაეხმაროს მედია-ორგანიზაციებს - გაფილტრონ არანორმატიული ლექსიკა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.