Jump to content

Bakkt-ი, ბიტკოინის ფიუჩერსების ბირჟა ახალ კადრებს ეძებს


Recommended Posts

image.jpeg

ფიუჩერსების ბირჟის გახსნის წინ Bitcoin Bakkt-მა დაიწყო კადრების შევსებ-დაქირავების კამპანია. კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა რვა ახალი ვაკანსია. 

Bakkt- ეძებს პროგრამული უზრუნველყოფის რამოდენიმე გამოცდილ სპეციალისტს, მათ შორის - მობილურ და ბლოკჩეინ-დეველოპერებს; ინსტიტუციონალური გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც ჩრდილო ამერიკაში ან აზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს; აგრეთვე გამოცხადდა სამი მაღალი თანამდებობის ვაკანსია, მათ შორისაა ფინანსური დირექტორის, დირექტორის უსაფრთხოების საკითხებში და ბლოკჩეინ-ინჟნერიის დირექტორის ვაკანტური ადგილები. 

მოსალოდნელია, რომ Bakkt გახდება მარეგულირებელი ბირჟა წამყვანი კრიპტოვალუტებისთვის. მისი ამოქმედება დაგეგმილი იყო გასული წლის 12 დეკემბრისთვის, თუმცა ბირჟის გახსნა ორჯერ გადაიდო. 

ვდაპირველად მისი ამოქმედება გადაიდო 24 იანვრამდე, კომპანიას სჭირდებოდა დამატებითი დრო მომხმარებლების რეგისტრაციისა და მონაწილეთა კლირინგისთვის“. ამჟამად კი მისი ამოქმედება ფერხდება გაურკვეველი ვადით. ბირჟა ელოდება, სავაჭრო სასაქონლო ფიუჩერსების კომისია (CFTC) როდის დართავს ნებას Bakkt-ის გეგმას - შეინახოს ბიტკოინი მომხმარებელთა სახელით. 

CFTC- სჭირდება მინიმუმ 30 დღე საერთო განხილვებისთვის, რათა იმსჯელოს პლუსებსა და  მინუსებზე. შესაძოა დიდი დრო დასჭირდეს კომენტარების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას საბოლოო პერიოდამდე. გაურკვეველია, როდის დაიწყება კომენტარების განხილვის პერიოდი. 

თუმცა Bakkt-ის გუნდი არ იმყოფება უმოქმედოდ იქამდე, სანამ კომისია ფუნქციონირების ნებას დართავს: მიმდინარე თვის დასაწყისში ბირჟამ დაასრულა 182,5 მილიონიანი დაფინანსების ეტაპი  და მოიპოვა გარკვეული აქტივები“, რომლებიც ეკუთვნის Rosenthal Collins Group- (RCG) - დამოუკიდებელ სავაჭრო ფიუჩერსების კომისიას. 

გარიგება, რომელშიც კომპანია RGG-ის ტექნოლოგია და თანამშრომლები იყვნენ ჩართული, Bakkt- დაეხმარება რისკების მართვის გაუმჯობესებაში, anti-money-laundering-ში (AML), მომწოდებლის ცნობაში - „know-your-customer“ (KYC) და სახაზინო ოპერაციებში - განაცხადა Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა Kelly Loeffler-მა 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.