Magdalena Posted January 21, 2019 Posted January 21, 2019 Microsoft-ის კითხვა-პასუხების გვერდზე გამოქვეყნდა ვადა, თუ როდის უნდა შეწყდეს მობილური ოპერაციული სისტემის - Windows 10 Mobile-ის მხარდაჭერა. როგორც მოსალოდნელი იყო, Windows 10 Mobile 1709 ვერსია ფუნქციონირებას შეწყვეტს მიმდინარე წლის 10 დეკემბერს. ხოლო თუკი თქვენი სმარტფონი არ განახლებულა ამ ვერსიამდე და Windows 10 1703 ვერსიაზე მუშაობს, მხარდაჭერა შეწყდება 11 ივნისს. გარდა ამისა, პარამეტრებისა და რამოდენიმე აპლიკაციის სარეზერვო ასლების შექმნის ფუნქცია მუშაობას შეწყვეტს 2020 წლის 10 მარტს. ფოტოების სარეზერვო კოპირება და მათი აღდგენა რეზერვებიდან შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე. Microsoft-ი არ აპირებს Windows 10 Mobile-ის განახლება საკუთარი სერვერებიდან წაშალოს, ასევე შესაძლებელი იქნება Windows Device Recovery Tool-ის გამოყენება. ეს კარგი სიახლეა მათთვის, ვინც აპირებს გააგრძელოს სმარტფონით Windows 10-ის გამოყენება, თუკი მათ დასჭირდებათ პარამეტრების ქარხნულ მდგომარეობაზე გადაწყობა. რაღა თქმა უნდა, სმარტფონები შეძლებენ იმუშაონ განახლების გარეშეც. ძველებურად იქნება შესაძლებელი აპლიკაციების ჩამოტვირთვა Windows Store-იდან, თუკი ისინი განკუთვნილია Windows 10 Mobile 1709-ის ან უფრო ძველი ვერსიებისთვის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/23589/nazvana-data-prekraschenija-podderzhki-windows-10-mobile 1 1 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.