Jump to content

Overstock-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ tZERO პლატფორმა მომავალი კვირიდან ამოქმედდება


Recommended Posts

image.jpeg

როგორც Overstock.com-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ ბირნმა განაცხადა, ტოკენებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი პლატფორმა tZERO ამოქმედდება მომავალი კვირის ბოლომდე. 

ბირნმა Coindesk-ს განუცხადა, რომ კომპანია „მზადაა დღესვე დაიწყოს მუშაობა, თუმცა დაიცდის კიდევ რამოდენიმე დღეს, რათა დაამუშავოს მომხმარებლების სარეგისტრაციო მონაცემები. მმდევნო კვირის ბოლოსთვის ჩვენ ავამუშავებთ სავაჭრო სისტემას. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენთვის საქმიანობის ოთხი წლის განმავლობაში“. 

განცხადება გულისხმობს, რომ tZERO შეასრულებს გრაფიკს, რომელიც გასულ თვეში Medici Ventures-ის პრეზიდეტმა ჯონათან ჯონსონმა გაახმაურა. მისი თქმით, კომპანია მუშაობას იანვარში დაიწყებდა. Medici Ventures - ეს არის Overstock-ის ფონდი და tZERO-ს მშობელი კომპანია. 

კომპანიამ უკვე აცნობა ინვესტორებს tZERO ტოკენების გაყიდვის შესახებ, რომელიც გასული წლის აგვისტოში დასრულდა და განუცხადა, რომ უკვე ექნებათ წვდომა თავინთ ტოკენებზე. 

ვესტორებისთვის გაგზავნილი წერილობითი ცნობის თანახმად, ტოკენების სამთვიანი ბლოკირების პერიოდი დასრულდა და ინვესტორებს შეუძიათ შექმნან საბროკერო ანგარიში tZERO Dinosaur Financial Group-ის დილერებთან პარტნიორობით, ან განათავსონ თავინთ ტოკენები პირად საფულეში. 

tZERO-ს სათავეში ჩაუდგება სტივენ ჰოპკინსი, რომელიც ამ დრომდე Medici-ს მთავარი საოპერაციო დირექტორი და გენერალური მრჩეველი იყო. ჰოპკინსი tZERO-ს პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს. სტარტაპი ამჟამად ეძებს პირებს, რომლებიც დაიკავებენ ემისიის განყოფილების თავმჯდომარისა და  შიდა ბროკერ-დილერის ხელმძღვანელის ადგილებს. ეს უკანასკნელი tZERO-ს საცალო კლიენტებს მოემსახურება. 

პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება  საკუთარი, tZERO ტოკენებით ვაჭრობა, აგრეთვე საუბარია დაახლოებით 60 სხვადასხვა კომპანიაზეც. კომპანია Elio Motors-ი იქნება სავარაუდოდ შემდეგი, რომელიც გამოუშვებს ტოკენებს, რაც პლატფორმაზე გაიყიდება - განაცხადა ბირნმა. 

მიუხედავად იმისა, რომ tZERO კიდევ რამოდენიმე დღე არ ამოქმედდება, კომპანიამ უკვე ჩაუყარა საფუძველი security ტოკენებით ვაჭრობის განვითარებად ბაზარს.  

დეკემბერში tZERO დაიქირავა ჰონგკონგურმა კომპანიამ  GSR Capital-მა კობალტით ვაჭრობისთვის განკუთვნილი ტოკენების შესაქმნელად. ამასთან, GSR-მა Overstock-ისგან შეიძნა 30 მლნ დოლარის ღირებულების tZERO security ტოკენები 

ასევე დეკემბერში tZERO-მ კიდევ ერთი კომპანია დაამატა Medici-ს პორტფელში - კრიპტო-საფულის სტარტაპი Bitsy. 

ბირნმა security ტოკენებით ვაჭრობასთან დაკავშირებული გეგმები პირველად 2014 წელს გაახმაურა, მაგრამ ტექნოლოგიურ და ნორმატიულ მცდელობებს რამოდენიმე წელი დასჭირდა. 

Overstock-ის თავდაპირველი ალტერნატიული სავაჭრო სისტემა (ATS) tZERO-ს წინამორბედია ერთგვარად. იგი უკვე ორი წელია მოქმედია, თუმცა მის ფარგლებში ხდება მხოლოდ Overstock-ს პრივილეგირებული ტოკენების გადარიცხვა და თანაც პლატფორმაზე ფიქსირდება მცირე აქტივობა ტექნიკური შეფერხებების გამო (სულ 10 გარიგება 15-თვიან პერიოდში). 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.