Jump to content

DARPA-მ გამოაცხადა კონკურსი მწერებისთვის „გონიერი“ ხელოვნური ტვინის შესაქმნელად. პროექტი სამხედრო ძალებისთვის იქნება განკუთვნილი


Recommended Posts

image.jpeg

აშშ-ის თავდაცვის თანამედროვე კვლევითი პროექტების სააგენტომ - DARPA-მ გამოაცხადა კონკურსი სამხედრო რობოტის კონცეფციის შესამუშავებლად. კონცეფციის მიხედვით, გამოთვლებზე პასუხისმგებელი იქნება მწერების ტვინი. ამ სიახლის შესახებ თავად სააგენტომ განაცხადა. 

მკვლევარები თვლიან, რომ მწრების უნარი - მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მარტივი სტიმულების ზემოქმედებით (მაგალითად, ფარვანა „დაპროგრამებულია“ სინათლისკენ მიიწევდეს) მეცნიერებს საშუალებას მისცემს დიდი გარღვევა მოახდინონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. 

კომპანია, რომელიც სააგენტოს საუკეთესო შედეგს შესთავაზებს,  1 მლნ დოლარს მიიღებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და მასზე დაფუძნებული რობოტის შექმნისთვის - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

„არსებობს ამგვარი ტექნოლოგია: მეხსიერებაში  ზუსტი ნეირონული კოდების გამოყენებით კონკრეტული უნარ-ჩვევების დანერგვა. თუკი გვაქვს ერთი ადამიანის ნეირონული კოდები, შეგვიძლია რომ ეს კოდი სხვა ადამიანს გადავცეთ? ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“ - აცხადებს ჯასტინ სანჩესი, DARPA-ს წარმომადგენელი. 

მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს იაპონელმა მეცნიერებმა: მათ ამება Physarum polycephalum-ს „დაავალეს“ შეესრულებინა კლასიკური გამოთვლითი დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო მარშრუტის ოპტიმიზება რუკაზე, ისე რომ ერთ წერტილში მხოლოდ ერთხელ მისულიყო. ერთუჯრედიანმა ორგანიზმმა რობლემა სრულიად ახლებური მეთოდით გადაჭრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ელექტრონულ მოწყობილობებს რაღაც მაინც აქვთ შესასწავლი ამებისგან. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.