Magdalena Posted January 17, 2019 Share Posted January 17, 2019 Harley-Davidson-მა CES-გამოფენაზე წარადგინა ახალი თაობის ელექტრომოტოციკლი LiveWire, რომელსაც შეუძლია 100 კმ/სთ. სიჩქარე განავითაროს 3,5 წამში. მოტოციკლის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წელს. LiveWire-ს შეუძლია ერთ სრულ დამუხტვაზე გაიაროს 177 კმ. მოტოციკლი აღჭურვილია სწრაფი დატენვისა და H-D Connect სისტემით, რომელიც აკონტროლებს დამუხტვის დონესა და შესაძლო გასავლელ მანძილს, აგრეთვე მძღოლს უჩვენებს უახლოესი დამტენი სადგურის ადგილმდებარეობას. მოტოციკლის გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოსკენ დაიწყება, როგორც ცნობილია მისი ფასი 29 790 აშშ დოლარიდან იწყება. „მსოფლიო დგას სატრანსპორტო სფეროში ევოლუციური ცვლილებების საზღვარზე და Harley-Davidson-ი ამ პროცესის ავანგარდშია. ინოვაციები, რომლებიც ფართო შესაძლებლობებს უხსნის გზას - ყოველთვის იყო ჩვენი ბრენდის მთავარი ფასეულობა. ისტორიის მორიგი „ფურცელი, რომელიც ჩვენ ახლახანს გადავშალეთ“, მიეძღვნება ახალი და უფრო ფუნქციური პროდუქტების შექმნას“ – Harley-Davidson სხვა კომპანიებს რაც შეეხება, BMW-ს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიმართულების ქვეგანყოფილებამ, Motorrad-მა, ჩაატარა უპილოტო მოტოციკლის - ConnectedRide-ის გამოცდა. მას გამოიყენებენ უსაფრთხოების სისტემების შემოწმებისთვის. https://hightech.fm/2019/01/15/harley-davidson-moto 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 19, 2019 Share Posted January 19, 2019 ჰმ... უხმო მოტოციკლი ძალიან უცნაური რამეა მანქანა ადვილი აღსაქმელია, მაგრამ უხმო მოტო... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.