Jump to content

მთვარის ჩინური ლენდერი ზრდის ბამბის ნერგებს მთვარეზე


Recommended Posts

image.png

Xinhua-ს მოხსენების თანახმად, მთვარეზე მცირე ხნის წინ დაშვებული ლენდერის მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტის შედეგად ზრდა დაიწყო ბამბის ნერგებმა. ეს პირველი შემთხვეაა, როდესაც ადამიანებმა მთვარეზე მცენარე გაახარეს. ადამიანები დედამიწის ორბიტაზე ამ დრომდეც ახდენდნენ ყვავილებისა და სხვა ტიპის მცენარეების გაშენებას - ამგვარი ექსპერიმენტი კი არასდროს არც ერთ პლანეტაზე არ განხორციელებულა, რა თქმა უნდა დეამიწის გარდა. 

ეს სიახლე ცნობილი გახდა ჩინური მისიის Chang’e-4-ის განხორციელებიდან ორი კვირის შემდეგ. როვერი წარმატებით დაეშვა მთვარის ზედაპირზე, იგი მთვარემავალი ლენდერისა და როვერისგან შედგება და ახორციელებს მრავალი სახის ექსპერიმენტს მთვარის შესასწავლად. ლენდერზე განთავსებულია 3-კილოგრამიანი სათავსო, რომელშიც ექვსი სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სახეობაა, რომლებიც მთვარის ზედაპირზე უნდა გაზარდონ. მცენარეებიდან მთვარეზე წაიღეს ბამბა, რაპსი და არაბიდოპსისი. სათავსოში აგრეთვე არის მწერების კვერცხები და საფუარი, რითიც პატარა ეკოსისტემა იქმნება. 

„ჩანიეს“ დაშვებიდან მცირე პერიოდშივე დაიწყო ბიოლოგიური ექსპერიმენტი, წაღებული მცენარეების თესლები მოირწყო. ამჯერად უკვე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანს გაღივებული ბამბის ნერგები. ჩინეთმა აგრეთვე გამოაქვეყნა საკონტროლო ვერსიის ფოტოებიც: მთვარის პარალელურად დედამიწაზეც დათესეს ანალოგიური მცენარე, რომელიც ბევრად უკეთ იზრდება. Xinhua-ს განცხადების თანახმად, სათავსოში არსებული სხვა არც ერთი მცენარე არ ხარობს მთვარეზე, ბამბის გარდა. „ეს ფაქტი იმითაა განპირობებული, რომ დედამიწაზეც ყველა მცენარე ყველა ადგილას ვერ ხარობს“ - აცხადებს ენდრიუ ჯონსი - დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ჩინეთის კოსმოსურ მისიას თვალყურს ადევნებს. 

image.png

 

ამ დრომდე ასტრონავტებს უკვე ჰქონდათ სხვადასხვა კოსმოსურ სადგურზე გაზრდილი მცენარეები, მაგალითაც ცინიას ყვავილი, სალათის ფოთლები და მზესუმზირა. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მცენარემ მთვარის გარემოში გაიხარა. მთვარეს დედამიწის 1/6 გრავიტაცია გააჩნია, ასევე ტემპერატურის ექსტრემალური ცვალებადობა და რადიაციის ბევრად მაღალი დონე.  

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.