Magdalena

Google Assistant-ის ახალი რეჟიმით შესაძლებელი იქნება დიალოგების თარგმნა 27 ენაზე

Recommended Posts

image.png

Google Assistant- მომხმარებელებს მალე მოევლინება, როგორც რეალური თარჯიმანი 27 ენაზე საუბრისას. Google-მა განაცხადა, რომ ხმოვან დამხმარეს ემატება ახალი „სათარგმნი რეჟიმი“, რომლის საშუალებითაც მოხდება დიალოგების თარგმნა რეალურ დროში: მომხმარებლებს შეეძლებათ ისაუბრონ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე პირებთან.  

მომხმარებელს შეუძლია თქვას რაიმე ამდაგვარი: „ჰეი გუგლ, დამეხმარე ფრანგულად საუბარში“ ან -  „ჰეი გუგლ, იყავი ჩემი ფრანგული ენის თარჯიმანი“: Google Assistant-ი ინტელექტუალურ დისპლეიზე გამოტანს ტექსტს, სადაც აისახება მომხმარებლის საუბრის შინაარსი და დრო. Google Assistant-ს ასევე გამოთქვამს სიტყვებს მომხმაებლის მშობლიურ ენაზე. 

როდესაც Google Assistant-ის ახალი სათარგმნი რეჟიმი მოხალისეებმა შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ გაუმჯობესებას ნამდვილად აქვს ადგილი, თუმცა ჯერ მაინც არსებობს ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. ძირითადი შეფერხება ამგვარია: საჭიროა, რომ ჯერ ისაუბროთ, შემდეგ დაელოდოთ თარგმანის დასრულებას და გაიმეოროთ, სანამ თქვენი საუბარი არ დასრულდება, არის შემთხვევებიც, როცა Google უბრალოდ გამოტოვებს ხოლმე სათარგმნ წინადადებებს. პროცესი შესაძლოა განსაკუთრებით დამღლელი აღმოჩნდეს გრძელვადიანი საუბრების დროს. 

 

აგვისტოს განახლების შემდეგ Google Assistant-ს დაემატა ორენოვანი ფუნქცია. სწორედ იგივე ტექნოლოგია უდევს საფუძვლად თარგმნის ახალ რეჟიმს. ეს სიახლე არ არის Google-ის მხრიდან პირველი მცდელობა -  შესრულდეს თარგმნა რეალურ დროში - Google Assistant-სთვის მრავალენოვანი ფუნქციის დამატებასთან ერთად, Google-მა თარგმნის ფუნქცია ჩართო Pixel Buds-ში 2017 წლის ნოემბერში, შემდგომში კი თარგმანი გავრცელდა ყველა იმ ყურსასმენებზე, რომელთაც ჰქონდათ Google Assistant-ის მხარდაჭერა. თარგმნის ფუნქცია მოქმედია, მუშაობს, თუმცა თარგმანი შესაძლოა ელემენტარული და არასრულყოფილი იყოს. 

ახალი რეჟიმი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. იგი თავდაპირველად გამოჩნდება Google Home Hub-ში და მისი საპილოტე გამოყენება მოხდება სასტუმროებში, მიმღებში. ახალი რეჟიმი მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება Google Home-სა და Lenovo-ს, LG-ის, JBL-ის მოწყობილობებში. 

მხარდაჭერილი ენების სრული ჩამონათვალი: 

არაბული, ჩინური, ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ინდური, უნგრული, ინდონეზიური, იტალიური, იაპონური, კორეული, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სლოვაკური, ესპანური, შვედური, ტაილანდური, თურქული, უკრაინული, ვიეტნამური. 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now