Jump to content

უძრავი ქონების Bitcoin-ით ყიდვა-გაყიდვა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ჩანს


Recommended Posts

image.png

უძრავი ქონების კრიპტოვალუტებით ყიდვა-გაყიდვა არც ისე მარტივია, როგორც თავდაპირველად მიიჩნეოდა. იპოთეკური კრედიტორებისა და მაკლერების დიდი რაოდენობა, რომლებიც თავდაპირველად დაინტერესებულნი იყვნენ, ამჯერად უფრთხიან კრიპტო-დეპოზიტებს  და ურჩევნიათ განზე იდგნენ, სანამ კრიპტო-რეგულაციების სიცხადე გამოიკვეთება. 

გაურკვეველია 2019 წლის მაკროეკონომიკური და პოლიტიკური ფონი. თავის პროგნოზებში Urban Land Institute მიუთითებს რთულ, მრავალფეროვან ტენდენციებსა და განუსაზღვრელ შედეგებზე, რაც მოსალოდნელია მიმდინარე წელს. იგივე შეიძლება ითქვას კრიპტოვალუტების არაპროგნოზირებად ფასებთან დაკავშირებით, რადგანც bear-მარკეტი კვლავ აქტიურია. 

უძრავი ქონები სტარტაპის -  Propy-ის გენერალური დირექტორი Natalia Karayaneva გამოყოფს მთელ რიგ საკითხებს, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია უძრავი ქონების კრიპტოებით ყიდვა-გაყიდვისას. „მთავარი პრობლემა, რომელსაც შევეჯახეთ - ეს არის დიდი მოცულობის თანხების ტრანზაქცია, რადგან გამყიდველებს უმეტესად სურთ თანხა მიიღონ რეალური, fiat-ფულის სახით“ - განმარტა მან. „როდესაც გადახდა კრიპტოვალუტებით ხდება, მთლიანი, დიდი თანხა ნაწილ-ნაწილ, პორციებად უნდა გადაიგზავნოს. ეს განპირობებულია იმით, რომ კრიპტო-მონაცემების დიდი რაოდენობის ტრანზაქცია ჯერ კიდევ სარისკო პროცესია -  მაგალითად, თუკი ჰაკერი შეცვლის public-მისამართს, ტრანზაქცია შეუქცევადია“ -  აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა. 

კრიპტოვალუტების გამოყენება არ გამორიცხავს საგადასახადო ვალდებულებებს. „როდესაც უძრავ ქონებას ყიდულობთ კრიპტოთი, ეს დაბეგვრადი მოვლენაა. ზოგიერთ ინვესტორს შორის კი არსებობს მითი, თითქოს Bitcoin-ის გამოყენებით გადასახადებისგან თავის არიდება შეიძლება - ეს ტყუილია“ - აღნიშნა Karayaneva-მ. 

მთავარი საკითხი, რომლიც კომპანიის ძირითადი გამოწვევაა - ეს არის გარიგების თითოეული მონაწილისთვის (მათ შორის ტიტულოვანი აგენტებისთვისაც) იმის სწავლება, რომ სწორად მოამზადონ გარიგებებისთვის საჭირო იურიდიული დოკომენტაცია. ამ დრომდე სტარტაპმა Propy-მ აშშ-ში, ევროკავშირსა და უკრაინაში განახორციელა გარიგებები გადახდის შემდეგი ტიპებით: ETH-ETH, BTC-BTC, BTC-fiat და fiat-fiat. 

კიდევ მთელი რიგი ფაქტორებია კრიპტოვალუტებით უძრავი ქონების ან ქირაობის სირთულის საკითხში. Stefan Neagu -  ციფრული იდენტიფიკატორების მართვის სისტემის -  Persona-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველი და მთავარი ასპექტია ბაზრის არასტაბილურობა. არასტაბილურობამ გავლენა რომ არ იქონიოს, საჭიროა ფასი შეთანხმებულ იქნას დოლარში ან ევროშ, თუმცა გადახდა მოხდეს კრიპტოვალუტით“.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.