Jump to content

Ledger-ის ახალი კრიპტო-საფულე Nano X, რომელიც Bluetooth-ის წყალობით მობილური მოწყობილობა გახდება


Recommended Posts

image.jpeg

კომპანიამ წარადგინა Nano X  Bluetooth-ის მხარდჭერის მქონე ახალი მოწყობილობა ყოველწლიურ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე - CES-ზე ლას-ვეგასში. 

Bluetooth-ის დამატება ნიშნავს, რომ Nano X-ის გამოყენება უკვე მარტივად შეიძლება მობილურ მოწყობილობებთან, რაც აქამდე ბევრი მომხმარებლისთვის პრობლემას წარმოადგენდა კომპანიის წინა საფულის - Ledger S-ის გამოყენებისას. მსოფლიოს მომხმარებელთა დიდი ნაწილი ძირითადად იყენებს მობილურებს, ლეპტოპებსა და პერსონალურ კომპიუტერებს კი იშვიათად ან არასდროს. 

„ის ფაქტი, რომ უკვე გვაქვს მობილური აპლიკაცია და იგი მუშაობს Nano X-თან ერთად, რეალურად, წარმოადგენს ამ ხაზში აპარატული უზრუნველყოფის დიდ ევოლუციას“ - განაცხადა Ledger-ის გენერალურმა დირექტორმა Eric Larchevêque-მა CoinDesk-თან ინტერვიუში მოწყობილობის დემონსტრირების დროს. 

Bluetooth-ის საშუალებით Nano X-თან დაკავშირებით შესაძლებელია Ledger-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ოღონდ მობილური ტელეფონის ფორმ-ფაქტორით -  განაცხადა Larchevêque-მა. (Ledger-ის მოწყობილობებში ინახება გასაღებები, მაგრამ ტრანზაქციების ჩაწერა-გაგზავნისთვის საჭიროა გარე აპლიკაცია გამომთვლელი მოწყობილობისთვის).  

როდესაც CoinDesk-ის რეპორტიორებმა ინტერვიუ ჩამოართვეს Larchevêque-ს, იგი ჯერ არ იყო მზად დაესახელებინა მოწყობილობის ღირებულება, თუმცა განაცხადა, რომ როდესაც Nano X ბაზარზე გამოვა, მნიშვნელოვნად დაეცემა Nano S-ის ფასი (დღესდღეობით მისი გასაყიდი ფასი 69,99 აშშ დოლარია). Ledger-ს ოფიციალური საიტის მონაცემების თანახმად, სულ გაყიდულია 1,3 მილიონი Nano S-მოწყობილობა. 

ახალ მოწყობილობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი ეკრანის ზომა გაცილებით დიდია, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან უსაფრთხოების დაცვის საკითხები საჭიროებს უამრავი მოქმედების განხორციელებას მოწყობილობის საშუალებით. – „ეს ბევრად თანამედროვე მოწყობილობაა“ - თქვა Larchevêque-მა Nano X-ზე.  

Ledger-ის მობილური აპლიკაცია - Ledger Live ხელმისაწვდომი იქნება Google Play-სა და iTunes-ზე 16 იანვრიდან.  

არასწორია ის აზრი, რომ მეხსიერების მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს ელექტრონულ საფულეში. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ახალმა ტოკენებმა კრიპტოეკოსისტემა უფრო გაართულეს, გარდაუვალი გახდა სხვადასხვა პროტოკოლის მქონე სხვადასხვა პროგრამის თანამონაწილეობა. იმისათვის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, კომპანია Ledger-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ პროტოკოლს უნდა ჰქონდეს საკუთარი აპლიკაცია კოინების გაგზავნა-მიღებისთვის. 

„ჩვენ გვყავს აპლიკაციების უამრავი გარე მწარმოებელი. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ამ აპლიკაციები მხოლოდ საკუთარი ტრანზაქციები განხორციელდება საკუთარი private key-თი“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა. მისი აზრით, ეს ფაქტი დამატებით უპირატესობას იძლევა: მომხმარებელი ერთი ღია აპლიკაციით ვერ შეძლებს შემთხვევით განახორციელოს ტრანზაქცია არასწორი პროტოკოლის შესაბამისად. 

image.jpeg 

Ledger Nano X-ის საშუალებით შესაძებელია 100-მდე კრიპტოაქტივების აპლიკაციების შენახვა, რაც ექვსჯერ მეტია Nano S-ის სანახ სივრცესთან შედარებით.  

Ledger-ის პრეს-რელიზის თანახმად, CES-ზე Nano X-მა მიიღო ჯილდო კიბერუსაფრთხოებისა და პირადი კონფიდენციალურობის დაცვის სფეროში. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.