Jump to content

მსოფლიო ბანკი: რობოტები არ მიითვისებენ ყველა სამუშაო ადგილს


Recommended Posts

image.jpeg

ავტომატიზაციას ამ დრომდე არ ჰქონია მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიოში სამუშაო ადგილებზე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პროგნოზებს, თითქოს ახლო მომავალში რობოტები სამუშაოს წაართმევდნენ ადამიანებს. ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელსაც Bloomberg-ი ხელმძღვანელობს.  

იმ დროს, როდესაც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ხალხმა დაკარგა სამრეწველო სამუშაო ადგილები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთ აზიაში ამ სექტორის ზრდამ დააბალანსა დანაკარგები -  ნათქვამია ანგარიშში. 

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და სინგაპურში წარმოებაში დასაქმებულთა წილი ბოლო ოც წელში შემცირდა 10%-ზე მეტით, რადგანაც მუშები წარმოებიდან გადავიდნენ მომსახურების სფეროში. ამავე დროს, ეს წილი გაიზარდა რამოდენიმე განვითარებად ქვეყანაში, მაგალითად ვიეტნამში - 25%-ით 2017 წლისთვის. 

„დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარეობს მეოთხე სამრეწველო რევოლუცია. წინა ყველა შემთხვევაში კაცობრიობამ შეძლო გადარჩენა -  მანქანებმა ვერ მიითვისეს ადამიანების საქმე ბოლომდე. საბოლოოდ, ჩვენ ადაპტიბას მოვახდენთ“ -  აცხადებს კოძიანუ გოლდბერგი, მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ახლო მომავალში ადვილად ჩანაცვლებადი პროფესიის წარმომადგენლებს ახალი უნარ-ჩვევების განვითარება მოუწევთ, მაგალითად, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტა, გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშ ნათქვამია, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში რობოტების მიერ შესრულებული სამუშაოების წილი 29-დან 42%-მდე გაიზრდება. 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 62%-ს მიაღწევს. 

 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.