Magdalena Posted January 5, 2019 Share Posted January 5, 2019 ამერიკის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა სმარტფონების ჩამონათვალი, რომელთაც SAR-გამოსხივების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თანამედროვე სმარტფონში არსებული გამოსხივების დონე დასაშვებზე დაბალია. ამაში მთავარი წილი მიუძღვით სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს, სადაც სმარტფონები გადიან აუცილებელ სასერტიფიკაციო პროცესს, სანამ ბაზარზე გავლენ გასაყიდად. ყოველწლიურად გამოსხივების დიდი დოზის მქონე უამრავი მოწყობილობა გამოდის გაყიდვაში. ადამიანის სხეულის მიერ რადიაციის შეწოვის დონეს რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად: სმარტფონის დაშორება თავისგან/სხეულისგან; მოწყობილობის ფორმა, გაბარიტები და შიდა კომპონენტების განლაგება; გამოსხივების სიმძლავრე და ა.შ. სწორედ ამიტომ SAR-გამოსხივების დონე ფასდება რამოდენიმე მეთოდით. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა 18 ყველაზე “საშიში” სმარტფონი გამოსხივების სამნაირი გავლენის კუთხით: გავლენა სხეულზე, თავზე და მაქსიმალური ერთჯერადი გამოსხივება. სმარტფონების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ სქემაზე: სმარტფონი SAR: სხეული, ვტ/კგ SAR: თავი, ვტ/კგ SAR: Max (ST), ვტ/კგ Apple iPhone Xs Max 1 1 1.52 Apple iPhone Xs 0.99 0.9 1.53 Apple iPhone Xr 1.1 0.9 1.59 Honor 7X 1.11 1.11 1.43 Huawei Mate 20 Pro 0.81 0.58 1.53 HTC U12 Plus 0.53 0.66 1.33 Google Pixel 3 XL 1.19 1.35 1.59 Google Pixel 3 1.34 1.34 1.59 LG V40 ThinQ 1.28 1.27 1.59 LG G7 ThinQ 1.06 0.22 1.59 Moto Z3 1.18 0.79 1.58 OnePlus 6T 1.19 1.34 1.59 OnePlus 6 0.9 1.26 1.53 Samsung Galaxy Note 9 0.76 0.27 1.59 Samsung Galaxy S9 Plus 0.79 0.36 1.59 Samsung Galaxy S9 0.96 0.35 1.59 vivo NEX 0.29 1.06 - Xiaomi Pocophone F1 0.75 0.72 - სქემიდან ჩანს, რომ ჩამოთვლილი მოდელებიდან ადამიანის თავისკენ მიმართული გამოსხივების დონით ყველაზე უსაფრთხო სმარტფონია ფლაგმანური მოდელი LG G7 ThinQ (0.22 ვტ/კგ), რომლის ანონსიც 2018 წლის პირველ ნახევარში შედგა. მას მცირედით ჩამორჩება Samsung-ის სამი ფლაგმანი. ყველაზე „რადიოაქტიური“ აღმოჩნდა Google-ისა და OnePlus-ის სმარტფონები, აგრეთვე LG V40 ThinQ. სხეულთან მიმართებაში ყველაზე "საფრთხისშემცველი” სმარტფონები აღმოჩნდა Pixel 3 (1.34 ვტ/კგ) და LG V40 ThinQ (1.28 ვტ/კგ). რეიტინგის სათავეშია vivo NEX (0.29 ვტ/კგ). მაქსიმალური ერთჯერადი გამოსხივების მხრივ კი პრაქტიკულად ყველა მოწყობილობამ დააფიქსირა 1,5 ვტ/კგ.-ზე მაღალი მაჩვენებელი. ამ მონაცემზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ორ სმარტფონს - Honor 7X (1.43 ვტ/კგ) და HTC U 12 Plus (1.33 ვტ/კგ). SAR-გამოსხივების მაჩვენებელი აშშ-სა და ევროპაში იზომება ვატებსა და კილოგრამებში, ზოგიერთ ქვეყანაში კი - ვატი/კვ.სმ-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონების გამოსხივების დამღუპველი ზეგავლენა ადამიანზე არასოდეს დაფიქსირებულა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23131/top18-samyh-radioaktivnyh-smartfonov-v-mire 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.