Jump to content

ტოპ-18 ყველაზე „რადიოაქტიური“ სმარტფონი მსოფლიოში


Recommended Posts

ამერიკის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა სმარტფონების ამონათვალი, რომელთაც SAR-გამოსხივების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თანამედროვე სმარტფონში არსებული გამოსხივების დონე დასაშვებზე დაბალია. ამაში მთავარი წილი მიუძღვით სხვადასხვა ქვეყნის მარეგულიებელ ორგანოებს, სადაც სმარტფონები გადიან აუცილებელ სასერტიფიკაციო პროცესს, სანამ ბაზარზე გავლენ გასაყიდად.   

image.jpeg 

ყოველწლიურად გამოსხივების დიდი დოზის მქონე  უამრავი მოწყობილობა გამოდის გაყიდვაში. ადამიანის სხეულის მიერ რადიაციის შეწოვის დონეს რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად: სმარტფონის დაშორება თავისგან/სხეულისგან; მოწყობილობის ფორმა, გაბარიტები და შიდა კომპონენტების განლაგება; გამოსხივების სიმძლავრე და ა.შ. სწორედ ამიტომ SAR-გამოსხივების დონე ფასდება რამოდენიმე მეთოდით. 

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა 18 ყველაზე საშიში სმარტფონი გამოსხივების სამნაირი გავლენის კუთხით: გავლენა სხეულზე, თავზე და მაქსიმალური ერთჯერადი გამოსხივება. სმარტფონების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ სქემაზე:  

სმარტფონი 

SAR: სხეული, ვტ/კგ 

SAR: თავი, ვტ/კგ 

SAR: Max (ST), ვტ/კგ 

Apple iPhone Xs Max 

1 

1 

1.52 

Apple iPhone Xs 

0.99 

0.9 

1.53 

Apple iPhone Xr 

1.1 

0.9 

1.59 

Honor 7X 

1.11 

1.11 

1.43 

Huawei Mate 20 Pro 

0.81 

0.58 

1.53 

HTC U12 Plus 

0.53 

0.66 

1.33 

Google Pixel 3 XL 

1.19 

1.35 

1.59 

Google Pixel 3 

1.34 

1.34 

1.59 

LG V40 ThinQ 

1.28 

1.27 

1.59 

LG G7 ThinQ 

1.06 

0.22 

1.59 

Moto Z3 

1.18 

0.79 

1.58 

OnePlus 6T 

1.19 

1.34 

1.59 

OnePlus 6 

0.9 

1.26 

1.53 

Samsung Galaxy Note 9 

0.76 

0.27 

1.59 

Samsung Galaxy S9 Plus 

0.79 

0.36 

1.59 

Samsung Galaxy S9 

0.96 

0.35 

1.59 

vivo NEX 

0.29 

1.06 

- 

Xiaomi Pocophone F1 

0.75 

0.72 

- 

image.png 

სქემიდან ჩანს, რომ ჩამოთვლილი მოდელებიდან ადამიანის თავისკენ მიმართული გამოსხივების დონით ყველაზე უსაფრთხო სმარტფონია ფლაგმანური მოდელი LG G7 ThinQ (0.22 ვტ/კგ), რომლის ანონსიც 2018 წლის პირველ ნახევარში შედგა. მას მცირედით ჩამორჩება Samsung-ის სამი ფლაგმანი. ყველაზე „რადიოაქტიური“ აღმოჩნდა Google-ისა და OnePlus-ის სმარტფონები, აგრეთვე LG V40 ThinQ. 

სხეულთან მიმართებაში ყველაზე "საფრთხისშემცველი სმარტფონები აღმოჩნდა Pixel 3 (1.34 ვტ/კგ) და LG V40 ThinQ (1.28 ვტ/კგ). რეიტინგის სათავეშია vivo NEX (0.29 ვტ/კგ). მაქსიმალური ერთჯერადი გამოსხივების მხრივ კი პრაქტიკულად ყველა მოწყობილობამ დააფიქსირა 1,5 ვტ/კგ.-ზე მაღალი მაჩვენებელი. ამ მონაცემზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ორ სმარტფონს - Honor 7X (1.43 ვტ/კგ) და HTC U 12 Plus (1.33 ვტ/კგ). 

SAR-გამოსხივების მაჩვენებელი აშშ-სა და ევროპაში იზომება ვატებსა და კილოგრამებში, ზოგიერთ ქვეყანაში კი -  ვატი/კვ.სმ-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონების გამოსხივების დამღუპველი ზეგავლენა ადამიანზე არასოდეს დაფიქსირებულა. 

 

 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.