Jump to content

ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობა გადადის ჯანდაცვის სფეროში. რას შეიძლება ველოდოთ 2019 წელს


Recommended Posts

image.png

ტექნოლოგიური გიგანტების სამოღვაწეო ასპარეზი ინაცვლებს სამედიცინო სფეროში: მაგალითად Apple-მა და Amazon-მა კლინიკები გახსნეს, Uber-მა აამოქმედა სამედიცინო სატრანზიტო პროგრამა და ა.შ. მრავალი ინიციატივა ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია და ისინი განვითარებას განაგრძობენ. ზოგიერთი მათგანი კი უკვე მიმდინარე წელს მოემსახურება მოსახლეობის ნაწილს. 

ტექნოკომპანიების ამ ნაბიჯს დიდწილად განაპირობებს ფინანსური თვალსაზრისი: ჯანდაცვის ნებისმიერი ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანია. მაგალითად, მხოლოდ აშშ-სთვის წელიწადში 2,8 ტრილიონზე მეტი შემოსავალი მოაქვს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჯანდაცვის სფერო ჯერ კიდევ არასრულფასოვნად ეფექტურია, ასე რომ მისი განვითარებით დიდი კაპიტალის გამომუშავება შეიძება. და ბოლოს - სამედიცინო სფეროში უამრავი სექტორი, რაც დიდ კომპანიებს მანევრირებისთვის საკმარის საშუალებას აძლევს ისე, რომ ერთმანეთთან არ შევიდნენ კონკურენციაში, ჯერჯერობით... 

რას შეიძლება ველოდოთ 2019 წელს ტექნოკომპანიების ჯანდაცვაში გადანაცვლების შედეგად: 

AMAZON 

 

კომპანიამ თავისი სამედიცინო საქმიანობა დაიწყო 2018 წელს, როდესაც განაცხადა, რომ იგი იმუშავებს Berkshire Hathaway-სა და JPMorgan Chase-სთან ერთად, რათა დააარსოს დამოუკიდებელი სამედიცინო კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის. მას შემდეგ Amazon-მა იყიდა ონლაინ-აფთიაქის - PillPack-ის სტარტაპი და განაცხადა, რომ გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მოახდენს სამედიცინო რეცეპტებისა და დანიშნულებების ანალიზს. 

სამომხმარებლო თვალსაზრისით საინტერესოა რა შედეგები ექნება ამ ღონისძიებებს: მოსახლეობა ანტიდეპრესანტების შეძენას Amazon Prime-ის საშუალებით დაიწყებს? რა გავლენას იქონიებს ონლაინ-აფთიაქის წარმატება თუ წარუმატებლობა ჩვეულებრივ აფთიაქებსა და სხვა მსგავს სტარტაპებზე 

APPLE 

2018 წელს განახლდა აპლიკაცია Apple Health, რომელშიც ხდება 39 კლინიკის სამედიცინო ჩანაწერების ასახვა. Apple-მა FDA-სდან მიიღო ნებართვა Apple Watch-ისთვის ახალი ფუნქციის - ელექტროკარდიოგრამის დასამატებლად. ეს მეთოდი ერთ-ერთი მოწინავე და ეფექტურია გულის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ Apple უფრო და უფრო ინაცვლებს ჩვეულებრივი ფიტნეს-მოწყობილობების წარმოებიდან სამედიცინო სფეროში. 

Amazon-ის მსგავსად, Apple-მაც გახსნა კლინიკა თავისი თანამშრომლებისთვის, იგი ასევე შედის სამედიცინო ჩანაწერებისა და დანიშნულებების სფეროშიც. გასული წლის ნოემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის ვეტერანთა დეპარტამენტთან, რათა მისმა წევრებმა iPhone-ების საშალებით წვდომა მიიღონ სამედიცინო ჩანაწერებსა და ექიმის დანიშნულებებზე. 

2019 წლისთვის მთავა პრობლემურ საკითხს წარმოადგენს Apple Watch-ის ელექტროკარდიოგრამის ფუნქციის ხარვეზები. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ფუნქციამ შესაძლოა ზიანი უფრო მეტი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი: მოწყობილობა სრულიად ჯანმრთელ მომხმარებლებსაც უგზავნის ზოგჯერ მცდარ მონაცემებს და შესაძლოა სულ ტყუილად აღმოჩნდეს ჯანმრთელი ადამიანი კლინიკაში, რაც ზედმეტ დროის ხარჯვასა და დისკომფორტს ნიშნავს. იმის გათვალისწინებით, რომ Apple კვარტალში დაახლოებით 8 მილიონ სმარტ-საათს ყიდის, სისტემა შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს.  

აღსანიშნავია გრძელვადიანი კვლევა Apple Health Study, რომელსაც კომპანია ახორციელებს სტენფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ამ პროექტის ფარგლებშ მიმდინარე კვლევები იანვრის ბოლოს დასრულდება, ასე რომ Apple სავარაუდოდ მრავალ საინტერესო შედეგს გაამხელს წლის განმავლობაში. 

UBER 

დიდ ინტერესს იწვევს კომპანია, რომელიც სამედიცინო ტრანზიტებითაა დაკავებული. მარტში კომპანიამ აამოქმედა პროექტი Uber Health, რომელიც სამედიცინო მომსახურების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ პაციენტების რანსპორტირება. ეს პროექტი მიზნად არ ისახავს სასწრაფო დახმარების მანქანების ჩანაცვლებას, თუმცა როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებებისთვის უმჯობესი იქნება ტრანზიტის მოხმარება, ვიდრე ჩვეულებრივი სასწრაფო მანქანის, რადგან ფლობაში არსებული მანქანის გამოყენება უფრო ძვირი ჯდება: დაწყებული მისი ფასიდან - დაზღვევით დამთავრებული. Uber Health მოემსახურება პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალების მართვა (ძირითადად, სიბერის, ხელმოკლეობის ან ავადმყოფობის გამო). 

საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება პროექტის საქმიანობა. ექსპერტები ძირითადად აკვირდებიან იმას, თუ ვინ იყენებს სერვისს, რამდენი პირი იყენებს, აგრეთვე საინტერესოა პროგრამასთან დაკავშირებული რისკებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენა. ერთ-ერთ ნაკლს წარმოადგენს მოძრაობაშეზღუდულთა სავარძლების ნაკლებობა. 

ALPHABET 

Alphabet-ი კომპანია Google-ის მშობელი კომპანიაა. ზემოთჩამოთვლილ კომპანიათაგან მისი მოღვაწეობა სამედიცინო სფეროში შედარებით განსხვავებულია: მისი ყურადღება მიმართული ჯანდაცვასთან დაკავშირებული კვლევებისადმი. 

ნოემბერში Google-მა მიიღო ახალი გენერალური დირექტორი David Feinberg-ი სწორედ ჯანდაცვის სფეროში არსებული ინიციატივების განხორციელების მიზნით. Google-ის პროექტებიდან ერთ-ერთია Google Brain, რომელშიც გამოყენებულია ხმის ამომცნობი ხელოვნური ინტელექტი, იგი ექიმებს ეხმარება სამედიცინო ჩანაწერების შესრულებაში. Google აპირებს ამ ტექნოლოგიის გამოყენებას მოხუცებულთა სახლებში. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ამ სფეროს და არ არის გასაკვირი, რომ Google-მაც გადაწყვიტა ამ სფეროში ჩაერთოს. საინტერესოა, როგორ წარმართავს კომპანია თავის სამედიცინო  საქმიანობას ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.