Jump to content

პროექტი Huddl - სოციალური ქსელი, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი: სტარტაპერები გეგმავენ ტრადიციული საინვესტიციო მოდელის ცვლილებას


Recommended Posts

image.png

სტარტაპის მიზანია დაიწყოს „ფინანსური რევოლუცია“: იგეგმება საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა, სადაც მომხმარებლები შეძლებენ გამოიმუშავონ და გამოიყენონ ტოკენები - დახარჯონ ისინი საუკეთესო საინვესტიციო სპეციალისტების დაქირავებასა და რესურსების იმ პროდუქტებსა და სერვისებში ჩადებისთვის, რომელთაც თავად აირჩევენ. პროექტ Huddl-ის იდეა მდგომარეობას იმაში, რომ დაინგრეს ტრადიციული საინვესტიციო მოდელი, რომელშიც, როგორც კომპანია ამტკიცებს, პრემიუმ-პროდუქტები ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდარი ადამიანებისა და ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. 

Huddl-ის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ახალი პლატფორმის შექმნის მთავარი მიზეზი იყო მათი მხრიდან ტრადიციული ფინანსური სერვისებისა და სოციალური ქსელებისადმი ნდობის დაკარგვა. 

Huddl-ს სურს, მუდმივ მომხმარებლებს მისცეს წვდომა ისეთ საჭირო და სასარგებლო საინვესტიციო შესაძლებლობებზე, როგორებიცაა კომერციული უძრავი ქონება, ბანკინგი, hedge-ფონდი, pre-IPO აქციები, ინვესტიციების მართვა და კეთილდღეობის დაგეგმვა. როგორც წესი, აქტივების ეს კატეგორიები მაღალი რისკის შემცველია და ხელმიუწვდომელია ფართო საზოგადოებისთვის. 

პროექტ Huddl-ი საზოგადოებას სთავაზობს წვდომას საინვესტიციო პრემიუმ-სერვისებსა და პროდუქტებზე და, რა თქმა უნდა, Huddl-ქსელის წევრობას. პროექტში ჩართული პირები იყოფიან თავიანთი მოვალეობების მიხედვით და იკვლევენ პლატფორმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტრატეგიებს. ქსელში ჩართულ მომხმარებლებს შეეძლებათ მოიწვიონ მეგობრები, ახლობლები - ონლაინ-ქომიუნითის შესაქმნელად, რომელსაც Huddl-ი უწოდებს “pod”-ს. Pod-ის წევრები ერთად განსაზღვრავენ ინვესტიციების მიზანს და სტრატეგიებს, საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას და თავიანთ კოინების დახარჯვას საკუთარი სურვილის მიხედვით. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ოჯახმა ერთად მოახდინოს საკუთარი საპენსიო ფონდის ინვესტირება ან, ვთქვათ, სამეგობრომ ერთად დააგროვონ რესურსი ერთობლივი დასვენებისთვის.  

დაჯგუფებები იყოფა ზომების მიხედვით: Huddl-ის ყველაზე პატარა ერთეულია pod-ი, რამოდენიმე pod-ი კლასტერებში ერთიანდება. კლასტერებში გაერთიანებულია საერთო ინტერსებისა და საინვესტიციო სტრატეგიის მქონე pod-ები.  

Huddl-ქსელში მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმათს გაუზიარონ თავიანთი იდეები და დახმარებისთვის მიმართონ კონსულტანტებსა და მენეჯერებს. „სოციალური კლასტერებისა და იდეების გაცვლის თანამედროვე საშუალებების წყალობით მომხმარებლები შეძლებენ შექმნან საკუთარი საინვესტიციო ინსტრუმენტები და მართონ ისინი წამყვანი სპეციალისტების დახმარებით“ - აცხადებს Huddl-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი Stephen Corliss. 

Huddl-ქსელი დაფუძნებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე. მომხმარებლები თავიანთ პირველ ტოკენებს გამოიმუშავებენ ქსელში ჩართვისას. ასევე, მიიღებენ ჯილდოს, თუკი ახალ მომხმარებლებს შემოიერთებენ ქსელშ. სტარტაპი აღნიშნავს, რომ სისტემაში ინტეგრირებული სპეციალური სოციალური პლატფორმა ქომიუნითის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს  მიიღოს ზრდადი მოგება პლატფორმის ზრდის პროპორციულად.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.