Jump to content

ICE: Bitcoin Bakkt-ის მოქმედების გრაფიკი დადგინდება 2019 წლის დასაწყისში


Recommended Posts

image.png

კონტინენტშორისმა ბირჟამ The Intercontinental Exchange-მა (ICE) ოფიციალურ მოხსენებაში განაცხადა ფიუჩერსული საკონტრაქტო პლატფორმის, Bakkt Bitcoin-ის (USD) განახლებული მონაცემების შესახებ.  

ICE-ის ოკუმენტში ნათქვამია, რომ „ICE Futures US, Inc.-მა გაიარა კონსულტაცია ფიუჩერსების სავაჭრო კომისიასთან (CFTC-სთან), და მოსალოდნელია, რომ 2019 წლის დასაწყისში წარმოდგენილი იქნება Bakkt Bitcoin-ის სავაჭრო, clearing-კონტრაქტის განახლებული გრაფიკი“. 

დოკუმენტში ასევე მეორდება, რომ კომპანია ამ დრომდე ორიენტირებული იყო - bakkt-ი 2019 წლის 24 იანვარს აემოქმედებინა, მაგრამ ეს თარიღი „შეიცვლება CFTC-ის ვადებისა და პროცესის შესაბამისად“.  

განცხადებაში აღწერილია Bakkt-ის ფიუჩერსული კონტრაქტების განსაკუთრებული მახასიათებელი: „ყოველდღიური ფიუჩერს-კონტრაქტი Bakkt Bitcoin (USD) - ეს არის  გათვლილი და Bitcoin-ებზე მიბმული კონტრაქტი - Bitcoin-ებზე, რომლებიც ინახება Bakkt Warehouse-ში. ვაჭრობა აშშ დოლარებში განხორციელდება“. 

როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, Bakkt-მა დაასრულა დაფინანსების პირველი ეტაპი და მოაგროვა 182,5 მილიონი დოლარი 12 პარტნიორისა და ინვესტორებისგან. 

აგვისტოს დასაწყისში ICE-მ განაცხადა, რომ აპირებდა შეექმნა „ღია და რეგულირებადი გლობალური ეკოსისტემა ციფრული აქტივებისთვის“ Microsoft-ის cloud-ინფრასტრუქტურის ბაზაზე.  

Galaxy Digital-ი - ეს არის Bakkt-ს დამფინანსებელი, სპონსორი კრიპტოსაინვესტიციო კომპანია. მისმა დამფუძნებელმა Bakkt-ის მოსალოდნელ ამოქმედებას უწოდა სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც შეძლებს კრიპტო-ბაზრებზე დაღმავალი ტენდენციების დახმარებას. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

მაგაზე და კიდე ნასდაკზე აქვთ დიდი იმედები წელს, განსაკუთრებით თუ SEC ETF კანონმდებლობა არ მიიღო ისევ თებერვლის ბოლოს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.