Magdalena Posted December 27, 2018 Share Posted December 27, 2018 Microsoft Xbox One უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რაც ბაზარზეა, შესაბამისად, მისთვის განკუთვნილი ასობით კარგი თამაში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი არ იყო ბევრი ტოპ-ექსკლუზიური თამაშის გამოსვლის წელი, მაინც საკმაოდაა კლასიკური თამაშები, რომლით დაინტერესებაც ღირს. მათთვის, ვინც ახლახანს გახდა Xbox One-ის მფლობელი და თამაშების ძიებაშია, The Verge-ს აქვს შემოთავაზებული ჩამონათვალი. FORZA HORIZON 4 Xbox One-ისთვის ბევრი Forza-თამაშია ხელიმსაწვდომი, თუმცა Forca Horizon 4 საუკეთესოა. თამაშისას იმყოფებით ბრიტანეთში, შეგიძლიათ ლამაზ ბრიტანულ სოფლის გარემოში იმოძრაოთ უახლესი სუპერმანქანებით წელიწადის სხვადასხვა დროში. სეზონები იცვლება, ისევე როგორც პეიზაჟები. თუკი გაინტერესებთ რბოლები, ეს თამაში სწორედ რომ საუკეთესოა. CUPHEAD 1930-იანი წლების მულტფილმები კრეატიულობით გამოირჩევა, სწორედ ასეთივეა თამაში Cuphead. ეს არის თამაში ჟანრში - run-and-gun. მასში გაერთიანებულია ხელოვნება, მუსიკა და ანიმაცია. SEA OF THIEVES ამ თამაშში მოცემულია მეკობრეების ცხოვრება სხვადასხვა ხომალდებზე ღია ზღვაში. იგი მიეკუთვნება სათავგადასავლო ჟანრს და შესაძლებელია მასში ერთზე მეტი მოთამაშის მონაწილეობა. მეგობრებთან ერთად თამაშისას შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ზღვის ხედით, მეტად სახალისო იქნება თამაშში მეკობრულად დალევა, მხიარულება და იარაღებიდან სროლა, ასევე უამრავი საიდუმლოებისა და კუნძულების აღმოჩენა, რაც შემოთავაზებული იქნება თამაშის პროცესში. RED DEAD REDEMPTIONN 2 ეს თამაში ნამდვილი „ვარსკვლავია“ ვესტერნის სტილის თამაშებს შორის. უზარმაზარი ღია ინტერაქტიული სამყარო გელოდებათ, სადაც შემოთავაზებულია უამრავი ვარიანტი, რომლითაც მოახდენთ თქვენი თავგადასავლებისა და ისტორიის ფორმირებას. თამაშისას გაქვთ შანსი, გახდეთ ნამდვილი კოვბოი და ბანდის წევრი, რომელიც ძარცვავს ამერიკულ სოფლებს და გადაადგილდება უდაბნოში. SUNSET OVERDRIVE Sunset Overdrive – ეს თამაში არის Grand Theft Auto-სა და Tony Hawk-ის ჰიბრიდი და იგი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თამაშია, რომელიც ოდესმე გინახავთ. სკეიტბორდ-სტილის თამაშში შეხვდებით ზომბების ხროვას და თუკი სახალისოდ მიგაჩნიათ - ფეთქებადი პლუშის დათუნიები ესროლოთ მტრებს, მაშინ ეს თამაში თქვენთვისაა. DEAD CELLS ეს არის Metroid-ისა და Castlevania-ს ნაზავი. ამ თამაშისას მოთამაშეები იმყოფებიან მიწისქვეშა სატუსაღოში, სადაც მოუწევთ ჭკვიან და მოხერხებულ მოწინააღმდეგეებთან გამკლავება. ORI AND THE BLIND FOREST: DEFINITIVE EDITION Ori - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თამაშია, რასაც Xbox One-ზე ნახავთ. Ori დახტის 2D პლატფორმებზე, რომლებიც ულამაზეს ტყეშია განთავსებულია. თამაშის სცენარის, ვიზუალური ეფექტებისა და მუსიკის წყალობით შექმნილია სასიამოვნო სათამაშო პროცესი. მომდევნო წელს გამოვა თამაშის გაგრძელებაც. HALO 5: GUARDIANS Halo 5-ში თავმოყრილია მთლიანად Halo-ს თამაშის პროცესის საუკეთესო ნაწილები. თუკი დაინტერესებული ხართ multiplayer-თამაშით, Halo 5 საუკეთესო ვარიანტია: „მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ“ INSIDE ეს თამაში საკმაოდ ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო და ჩამთრევი სიუჟეტის მქონეა და იგი მიმდინარეობს Limbo-ში (განსაწმენდელში). თამაშისას ხდებით პატარა ბიჭი, რომელიც იმყოფება საშინელებებით სავსე ბნელ, რუხ, ამოუცნობ სამყაროში. Inside იწყება, როგორც უბრალო თამაში, თუმცა მალე რთულდება და გთავაზობთ მოულოდნელ აღმოჩენებსა და დაუჯერებელ ფინალს. BELOW თამაშში გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, რომლის სცენარიც მიწისქვეშა სამყაროში (underworld) ვითარდება. ეს თამაში ხელმისაწვდომია Xbox-სა და პერსონალურ კომპიუტერზეც. თამაშში სიკვდილისას უკან გარკვეულ ეტაპზე ბრუნდებით და მოგიწევთ გადარჩენის სტრატეგიის დასახვა, თავსატეხების ამოხსნა და დავალებების შესრულება იმისათვის, რომ გადარჩეთ. https://www.theverge.com/2018/12/26/18145256/best-xbox-one-games-2018-forza-halo 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.